ჟურნალ Journal of International Psychology-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ძვირად ღირებული მანქანის ბევრი მფლობელი უხეში და აგრესიული ადამიანია. კვლევის დროს გამოკითხეს 1892 ფინელი ავტომფლობელი და შეისწავლეს თითოეული მათგანის პიროვნული ტიპი.
მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელის, იან-ერიკ ლონკვისტის თქმით, უფრო ხშირად, მძღოლები, რომლებიც სხვებზე მეტად არღვევენ მოძრაობის წესებს, გზას არ უთმობენ ფეხით მოსიარულეებს და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობენ, ძვირად ღირებულ მანქანებს მართავენ.
მეცნიერმა აღნიშნა, რომ წინა კვლევების თანახმად, ძვირად ღირებული ავტომობილების მძღოლები საგზაო მოძრაობის წესებს სხვებზე ხშირად უგულებელყოფენ.
ეს ფენომენი იმით აიხსნება, რომ სიმდიდრე სხვადასხვა სიტუაციებში ზოგი ადამიანის ქცევაზე მავნე გავლენას ახდენს.
***
ლონკვისტმა სცადა გაერკვია, რა ტიპის ადამიანები ცდილობენ იქონიონ ძვირად ღირებული ავტომობილი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად და მიდრეკილები არიან თუ არა ეს ადამიანები მოძრაობის წესების დარღვევისკენ.
მანქანის მფლობელებმა არა მხოლოდ ავტომობილების მართვასთან დაკავშირებულ, არამედ პიროვნულ თვისებებთან დაკავშირებულ კითხვებსაც უპასუხეს.
პასუხები გაანალიზდა ხუთ ძირითად კატეგორიაში (ღიაობა, კეთილსინდისიერება, ნევროტიზი, ექსტრავერსია, თანხმობა).
მანქანის მფლობელებმა უპასუხეს არა მხოლოდ კითხვებს საკუთარი მანქანების, მოხმარების ჩვევებისა და კეთილდღეობის, არამედ პიროვნული თვისებების შესახებაც.
***
როგორც გაირკვა ძვირად ღირებული ავტომობილის ყველა მფლობელი უხეში და ამპარტავანი არ არის. მათ შორის ბევრი ადეკვატური მძღოლი და კეთილსინდისიერი, ორგანიზებული და ჭკვიანი ადამიანია, რომელიც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს, რაც, ლონკვისტის აზრით, ჭკვიანი ადამიანების მიერ სანდო და ხარისხიანი საქონლის არჩევანზე მეტყველებს.
***
მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი ძვირად ღირებული მანქანის ფლობის სურვილსა და კეთილსინდისიერებას შორის როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში, მაგრამ ეგოიზმს, უხეშობასა და ძვირად ღირებული ავტომანქანების ფლობის სურვილს შორის კავშირი მხოლოდ მამაკაცებში გამოვლინდა.
კომენტარები