
გამოცემა 9to5Mac-მა აიფონებისა და საათი Apple Watch-ის ახალი მოდელების ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც სავარაუდოდ კომპანია Apple 12 სექტემბერს წარადგენს. საიდან გაჩნდნენ ეს ფოტოები, ჟურნალისტები არ აკონკრეტებენ.
ფოტოზე ახალ აიფონთან ერთად კიდევ ორი ტელეფონი ჩანს. 9to5Mac-ი ამტკიცებს, რომ ორივე მათგანს iPhone XS-ი ერქმევა. ორივე ტელეფონი ოქროსფერი კორპუსით არის წარმოდგენილი, რომელიც არ აქვს iPhone X-ს.
სხვა ფოტოზე წარმოდგენელია Apple Watch Series 4 – “ჭკვიანი საათის” ახალი მოდელი გადიდებული ეკრანით. საათზე ჩანს ციფერბლატი, რომელიც არ აქვს ამჟამინდელ Apple Watch-ს. ფოტოთი ცნობილი ხდება, რომ ეკრანზე 8 სხვადასხვა მონაცემი გამოჩნდება, კალენდრის გეგმებიდან დაწყებული მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ხარისხის გაანგარიშებით.
კომენტარები