შეერთებულმა შტატებმა ევროპა ახლა დაიმორჩილა ისე, როგორც ამას თავის დროზე ნაპოლეონი და ჰიტლერი ცდილობდნენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „ევროპის დამორჩილებისთვის“ აშშ-ს ჰიტლერსა და ნაპოლეონს ადარებს.
„შემდეგი შედარება მახსენდება: ადრე ნაპოლეონსა და ჰიტლერს მიზნად ჰქონდათ დაემორჩილებინათ ევროპა – ახლა ამას ამერიკელები აკეთებენ“, – განაცხადა ლავროვმა.
ლავროვის თქმით, ამაზე განსაკუთრებით ნათლად მეტყველებს პროექტ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-თან დაკავშირებით არსებული ვითარება.
„ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის ისტორიამ მშვენივრად აჩვენა, თუ რა რეალური ადგილი უკავია ევროკავშირს მსოფლიო ასპარეზზე. უბრალოდ აიძულეს ეს. სწორედ ასე იქმნება სურათი მსოფლიო ასპარეზზე, ჰოლივუდის მსგავსად: არის აბსოლუტური ბოროტება და აბსოლუტური სიკეთე. აბსოლუტური სიკეთე, რა თქმა უნდა, განსახიერებულია პერსონაჟში, რომელიც სამწუხაროდ, ფაქტობრივად, ამ მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარისტია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის“, – აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე აღნიშნა, რომ ნატო ცდილობს რუსეთის ხარჯზე დასავლეთის უსაფრთხოება გააძლიეროს.
კომენტარები