ამერიკის და ბრიტანეთის ექსპერტთა ჯუფმა დაასკვნა, რომ მაღალი IQ-ის მქონე ადამიანები ალკოჰოლიზმისკენ სხვებზე მეტად არიან მიდრეკილი. მეცნიერებმა ეს ფენომენი ჯერჯერობით ვერ ახსნეს, მაგრამ დარწმუნებულები არიან, რომ ადამიანის ინტელექტსა და ალკოჰოლის მოხმარებას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს.
ცოტა ხნის წინ მასშტაბური კვლევა ჩატარდა, რომლის დროსაც მოხალისეები IQ დონის მიხედვით, 5 ჯგუფად დაყვეს. კვლევის მონაწილეებს ჰკითხეს, ალკოჰოლურ სასმელებს რამდენად ხშირად და რამდენად ბევრს მიირთმევენ.
როგორც გაირკვა, კვლევის ყველაზე ჭკვიანი მონაწილეები ალკოჰოლურ სასმელებს სხვებზე ხშირად მიირთმევენ. საშუალო ინტელექტის მქონე ადამიანებში ალკოჰოლზე ეს დამოკიდებულება ნაკლებად შესამჩნევი იყო.
მკვლევრებმა ინტელექტუალების ქცევაში კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება აღმოაჩინეს – ისინი ალკოჰოლურ სასმელებს არა მარტო ხშირად, არამედ სხვებზე ბევრსაც მიირთმევენ.
როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, მოხმარებული ალკოჰოლის რაოდენობასა და ლოგიკური აზროვნების განვითარებას შორის კავშირი ბოლომდე შესწავლილი არ არის.
ასე რომ, თქვენი ლოთობის მაღალი ინტელექტით გამართლება არ ღირს.
მორიგმა კვლევამ დაადასტურა, რომ ორსული ქალის მიერ ალკოჰოლის მიღება მისი შვილის ინტელექტუალურ განვითარებას მნიშვნელოვნად აზიანებს. შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ორსული ქალის მიერ ალკოჰოლის მოხმარება ბავშვის IQ რამდენიმე პუნქტით დაკლებას ნიშნავს.
კიდევ ერთი კვლევის თანახმად, ალკოჰოლზე დამოკიდებულთა შორის:
-
36% პოეტი ან მწერალია,
-
24% – კომპოზიტორი და მუსიკოსი,
-
18% – მხატვარი,
-
16% – ცნობილი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე,
-
12% – გამომგონებელი და ცნობილი მოჭადრაკე.
კომენტარები