37 წლის ბრიტანელმა ჩარლზ პლასკმა, რომელიც ჯერ კიდევ 1 წლის წინ იწონიდა 200 კილოგრამს და 8XL-ის ზომის სამოსს ატარებდა, შეუძლებელი შეძლო; მან თავისი წონის მესამედზე მეტი დაიკლო და შეძლო აბაზანის მიღება პირველად უკანასკნელი 20 წლის მანძილზე.
თავის ჯანმრთელობაზე ზრუნვა პლასკმა მას შემდეგ დაიწყო, რაც მის უახლოეს მეგობარს სიმსივნე გაუჩნდა.
,,ერთხელ ღამით, როდესაც ლოგინიდან წამოვდექი, გავიგე არასასიამოვნო ხმა მუხლებიდან. ძალიან შევშინდი. როგორც გაირკვა, ჩემმა მუხლებმა ეს ხმა ჩემი წონის დაწოლის გამო გამოსცა“, – ამბობს ბრიტანელი ერთ-ერთ ინტერვიუში.
პლასკმა უარი თქვა ექიმების მიერ შეთავაზებულ ოპერაციებზე და დიეტითა და ვარჯიშით გადაწყვიტა წონაში დაკლება. მან მიზანს მიაღწია და 20 წლის მანძილზე პირველად შეძლო ქაფიან აბაზანაში ნებივრობაც. როგორც ბრიტანელი იხსენებს, მანამდე ის ვანაში ვერ თავსდებოდა.
წონაში დაკლების შემდეგ პლასკმა სიყვარულიც იპოვა.
,,მეგონა, მთელი ცხოვრება მარტო ყოფნა მომიწევდა, თუმცა გამომიჩნდა მეგობარი გოგონა, რომელმაც ჩემში მოსიყვარულე ადამიანი დაინახა“, – ამბობს ჩარლში.
კომენტარები