• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Tuesday 05th December 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • კონფლიქტები
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

81 წლის ასაკში პანკისის ხეობის უხუცესი ხასო ხანგოშვილი გარდაიცვალა

81 წლის ასაკში პანკისის ხეობის უხუცესი ხასო ხანგოშვილი   გარდაიცვალა
98 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

81 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა პან­კი­სის ხე­ო­ბის უხუ­ცე­სი, მწე­რა­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს დიდი პატ­რი­ოტი ხასო ხან­გოშ­ვი­ლი.

“ბა­ტო­ნი ხასო ხან­გოშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა!.. Მაგა­რი ქის­ტი, მა­გა­რი ქარ­თვე­ლი, მწე­რა­ლი, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, მო­სის­ხლე­ებს არი­გებ­და ისე­თი კაცი იყო!.. Შარ­შან ერ­თა­დერ­თი ვა­ჟიშ­ვი­ლი ავა­რი­ა­ში და­ე­ღუ­პა, და­ი­ბა­რა ავა­რი­ა­ში დამ­ნა­შა­ვე და სა­ხალ­ხოდ შე­უნ­დო ყო­ველ­გვა­რი სა­სა­მარ­თლოს და ამ­ბე­ბის გა­რე­შე!.. Მოკ­ლედ დიდი კაცი და­კარ­გა სა­ქარ­თვე­ლომ და ქის­ტეთ­მა და მო­ი­პო­ვა სა­სუ­ფე­ველ­მა! ღმერ­თმა სული გა­გი­ნათ­ლოს ხასო ძია და მი­გი­ღოს იქ სა­დაც მარ­თალ­ნი გა­ნის­ვე­ნენ!.. ვუ­სამ­ძიმ­რებ ჩემს პან­კი­სის ხე­ო­ბას, ქის­ტებს და ოჯახს!..” – წერს მწე­რა­ლი ბექა ქურ­ხუ­ლი.

ალაზ­ნის პი­რას და­ი­ბა­და, წალ­კო­ტის მსგავს სო­ფელ­ში, ულა­მა­ზეს ადა­მი­ა­ნებს შო­რის… ბავ­შვო­ბი­დან­ვე ას­წავ­ლეს, რომ მისი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ღირ­სე­ბა, ერ­თგუ­ლე­ბა, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა… პრო­ფე­სი­ით პე­და­გო­გი იყო, პან­კი­სე­ლებს 28 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თულ ენას, ლი­ტე­რა­ტუ­რა­სა და ის­ტო­რი­ას ას­წავ­ლი­და. გახ­ლავთ ავ­ტო­რი წიგ­ნე­ბი­სა “ქის­ტე­ბი”, “აბ­რა­გე­ბი”, “საღვთო წიგ­ნე­ბი”, “ქის­ტე­ბის ადათ-წე­სე­ბი”, “მო­ნა­დი­რის მო­გო­ნე­ბე­ბი”… ამ­ბობ­და, რომ პირ­ვე­ლად კა­ლამს მა­შინ მოჰ­კი­და ხელი, რო­დე­საც ქის­ტებ­სა და ქარ­თვე­ლებს შო­რის გა­უ­ცხო­ე­ბის საფრ­თხე და­ი­ნა­ხა. მშვი­დად არას­დროს ყო­ფი­ლა, ედარ­დე­ბო­და ქის­ტი ხალ­ხი და მშობ­ლი­უ­რი სა­ქარ­თვე­ლო.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია