ვენეციის კინოფესტივალზე მარიას პრემიერის შემდეგ ანჯელინა ჯოლიმ რვა წუთიანი უწყვეტი ტაში და ოვაციები დაიმსახურა, რამაც მსახიობი აატირა კიდეც.
პაბლო ლარაინის ბიოგრაფიული დრამა ბერძენი საოპერო მომღელის, მარია კალასის ცხოვრების მღელვარე, შვენიერ და ტრაგიკულ ისტორიას გვიყვება, იგი ლარაინის ფილმების ტრილოგიაში, რომელიც საკულტო ქალების შესახებაა, რიგით მესამე ფილმია.
სიყვარულისა და ემოციების ამგვარმა მოზღვავებამ საზოგადოებას ბრენდან ფრეიზერი გაახსენა, როდესაც დარენ არონოფსიკის ფილმში ვეშაპიშესრულებული როლით მსახიობმა ოსკარი მიიღო და დიდხნიანი წყვეტის შემდეგ კარიერას დაუბრუნდა.
ჯოლიც ანალოგიურად შეხვდა აპლოდისმენტებსა და მაყურებლის აღფრთოვანებას, ცრემლებს ვერ იკავებდა და დროდადრო აუდიტორიას სახესაც არიდებდა. ფილმი, რა თქმა უნდა, ოსკარის პრეტენდენტია, რითაც ანჯელინა ჯოლი 15 წლის შემდეგ პირველად მოხვდება საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში.(2009 წელს ის ნომინირებული იყო კლინტ ისტვუდის ფილმში The Changelingშესრულებული როლისთვის და 2000 წელს მოიპოვა ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ფილმში Girl, Interrupted).
იმავე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ჯოლიმ ისაუბრა ცნობილი სოპრანოს, კალასის როლისთვის მზადების შესახებაც.
“აქ ყველამ იცის, როგორ საშინლად ვნერვიულობდი, თითქმის შვიდი თვის განმავლობაში ვვარჯიშობდი, რათა ოპერის სიმღერა შემძლებოდა, როცა პაბლოსთან ერთად მუშაობ სანახევროდ უბრალოდ ვერაფერს აკეთებ” — განაცხადა ჯოლიმ პრესკონფერენციაზე.
კომენტარები