ჰორმონები არის ქიმიური მესენჯერები, რომლებიც მოძრაობენ ორგანიზმში, რათა გააკონტროლონ უჯრედებისა და ორგანოების ფუნქცია.ისინი წარმოიქმნება ენდოკრინული სისტემის მიერ. ეს სისტემა, პასუხისმგებელია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მეტაბოლიზმი, ენერგიის დონე, ზრდა და განვითარება, რეპროდუქცია, განწყობა და სტრესის რეაქცია.
როდესაც გარკვეული ჰორმონის დონე მატულობს ან ეცემა, იცვლება ჯანმრთელობის მდგომარეობა.
რა არის ჰორმონების დისბალანსი?
ჰორმონების დისბალანსი ხდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი იწყებს გარკვეული ჰორმონის ზედმეტად ან ძალიან ცოტა რაოდენობით გამომუშავებას. ზოგიერთ შემთხვევაში, ჭარბი ან არასაკმარისი წარმოება შეიძლება მიუთითებდეს ჯანმრთელობის ძირითად პრობლემაზე და პოტენციურად გამოიწვიოს მძიმე სიმპტომები.
მაგრამ ჰორმონალური დისბალანსი ყოველთვის არ არის „ცუდი“. ნორმალური ცხოვრებისეული მოვლენების დროს, როგორიცაა ორსულობა და მენოპაუზა, ასევე აღინიშნება ჰორმონების ცვლილებები. ესტროგენის დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს მენოპაუზასთან დაკავშირებული პრობლემები. საერთო ჯამში, კი შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო სიმპტომები, მაგრამ ეს სულაც არ არის ჯანმრთელობის პრობლემის ან დაავადების ნიშანი.
არსებობს მთელი რიგი ჯანმრთელობის მდგომარეობები, რომლებიც გამოწვეულია დისბალანსით. დიაბეტისა და საჭმლის მომნელებელი და თირკმელების დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის და კლივლენდის კლინიკის მიხედვით, ჰორმონების დისბალანსთან დაკავშირებული რამდენიმე ყველაზე გავრცელებული დაავადებაა:
ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია – ჰიპერთირეოზი და ჰიპოთირეოზი. ფარისებრი ჯირკვლის ზედმეტად ან არასაკმარისი აქტივობამ შეიძლება გამოიწვიოს წონის მოულოდნელი ცვლილებები, დაღლილობა ან მოუსვენრობა, სხეულის ტემპერატურის შენარჩუნების პრობლემა და სხვა სიმპტომები.
აკნე – ჰორმონების რაოდენობის ცვლილება ნორმალურზე მეტი ცხიმის გამომუშავებას, ფორების დახშობას და გამონაყარს იწვევს.. ვრცლად
კომენტარები