ბევრმა არ იცის, რომ თანამედროვე მსოფლიოში, სადაც სმარტფონი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, არსებობენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც ურთიერთობის ასეთ ფორმაზე უარი თქვეს.
ჯორჯ კლუნი
ცნობილი მსახიობი და რეჟისორი ჯორჯ კლუნი ჰოლივუდის იმ რამდენიმე ვარსკვლავს შორისაა, რომლებმაც სმარტფონის გარეშე ცხოვრება გადაწყვიტა. მიზეზი – პირადი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის დაცვაა. აუცილებლობის შემთხვევაში, კლუნი ძველებურ, ღილაკებიან ტელეფონს იყენებს.
ჯოან როულინგი
ბრიტანელი მწერალი და ჰარი პოტერზე წიგნების სერიის ავტორი უპირატესობას ურთიერთობის ტრადიციულ მეთოდებს ანიჭებს. ჯოანს მობილური ტელეფონი არ აქვს და კავშირის დასამყარებლად ელექტრონულ ფოსტას ან პირისპირ შეხვედრებს არჩევს. მწერლის განმარტებით, ასეთი არჩევანი პირადი სივრცის დაცვაში და შემოქმედებით საქმიანობაზე ყურადღების კონცენტრირებაში ეხმარება.
ვუდი ალენი
ლეგენდარული რეჟისორი სმარტფონის მოწინააღმდეგეთა რიგებშია და უპირატესობას ძველმოდურ ტელეფონებს ანიჭებს. ალენის თქმით, სმარტფონი ყურადღებას უფანტავს და ძვირფას დროს აკარგვინებს, ამიტომ ღილაკებიანი ტელეფონის გამოყენება ურჩევნია.
ტილდა სუინტონი
ოსკაროსანი მსახიობი და მოდელი ერთ-ერთი მათგანია, ვინც სმარტფონი ნაგავში მოისროლა და გამოაცხადა, რომ ამ ტექნოლოგიის მიმართ ინტერესი არ აქვს. სუინტონს მიაჩნია, რომ სმარტფონის გარეშე ცხოვრება ეხმარება რეალური სამყარო შეიგრძნოს და გარემოთი ისიამოვნოს.
ჯოანა ლამლი
მსახიობმა ჯოანა ლამლიმ სმარტფონის გამოყენებაზე უარი თქვა, რადგან სურს რეალურ ცხოვრებაში უფრო ნამდვილი და თავისუფალი იყოს. ის საზოგადოებაში ჯანსაღი, დამოკიდებულებისგან თავისუფალი ურთიერთობების პროპაგანდას ეწევა.
სარა ჯესიკა პარკერი
მსახიობი სარა ჯესიკა პარკერი ყოველდღიურ ცხოვრებაში სმარტფონს არ იყენებს. ის ადამიანთან პირისპირ ურთიერთობას ამჯობინებს, რომ კარგად გააზრებული და გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღოს.
ტომ ჰარდი
ცნობილმა ბრიტანელმა მსახიობმა ტომ ჰარდიმ ზემოთხსნებული კოლეგების მსგავსად, სმარტფონის გარეშე ცხოვრება არჩია. ის თანამედროვე ტექნოლოგიების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ უფრო მარტივი მოწყობილობის გამოყენება ურჩევნია, რომ ნაკლებად მიეჯაჭვოს და თავისუფალი დარჩეს.
ამ ცნობილმა ადამიანებმა პლანეტის თანამედროვე ადამიანებისგან განსხვავებული ცხოვრების წესი აირჩიეს, სადაც უპირატესობა რეალურ კავშირებს და შეგრძნებებს ენიჭება. შესაძლოა, მათი არჩევანი იმის მაგალითი გახდეს თუ როგორ შეიძლება იპოვოთ ბალანსი ვირტუალურ და რეალურ სამყაროს შორის.
კომენტარები