დრო გადის და ადამიანები სულ უფრო მეტად პროგრესირებენ. რა თქმა უნდა, ყველაფერთან ერთად მათი მოთხოვნილებებიცა და სურვილებიც ტრანსფორმაციას განიცდის.
რას ვგულისხმობთ? მაგალითად მეზობლებს, რომლებიც კვირაში მინიმუმ ერთხელ დაუკაკუნებლად შამოგვიღებდნენ კარს და სასურველ ბოსტნეულს თითქმის დაუკითხავად გააყოლებდნენ ხოლმე ხელს.
21-ე საუკუნეში კი ყველაფერი რადიკალურად იცვლება და რამდენმე კოვზი შაქარი თუ ორი კბილი ნიორი, აიფონის დამტენმა და ინტერნეტმა ჩაანაცვლა.
ნახეთ 5 რამ, რაც მეზობელმა ხახვის ნაცვლად შეიძლება გთხოვოთ:
1. ცოტა ხნით Wi-Fi-ს გამიზიარებ?
მოგვიანებით პაროლის შეცვლა არ დაგავიწყდეთ.
2. აიფონ ათის დამტენი ხომ არ გაქვს?
ისეთი ნივთი როგორიც დამტენია გირჩევთ, რომ მეზობელს კი არა ოჯახის წევრსაც არ ათხოვოთ.
3. იქნებ შენმა ნინჩომ ჩემი ლუკა ფეისბუქზე დაიმატოს, იმეგობრებენ ბავშვები
დღეს ხომ ყველაფერი სოციალურ ქსელებში დამეგობრებით იწყება.
4. საღამომდე ბარათზე 10 ლარს ჩამირიცხავ?
ასეთ მეზობელს ვალი, მარტივად, Sweeft-ის გამოყენებით დააბრუნებინეთ.
5. ლეპტოპის საწმენდი ხსნარი ხომ არ გაქვს?
დიახ, მხოლოდ წყლით წმენდას აღარავინ კადრულობს.
6. ჩემს შვილს მგონი დაბლოკილი ვყავარ ფეისბუქზე და შენი კომპიუტერიდან შევხედავ აბა?
იმედია მეზობელიც დაბლოკილი ჰყავს.
7. ნეტფლიქსის ანგარიში ხომ არ გაგვეყო?
წყარო:On.ge
კომენტარები