გქონიათ შემთხვევა, როდესაც კარგად დანაყრებულს შიმშილის შეგრძნებას კვლავ შეუწუხებიხართ? მაშინ, უნდა იცოდეთ, რომ ორგანიზმის მოტყუებისა და შიმშილზე „თავდასხმის“ რამდენიმე მეთოდი არსებობს.
როგორც ექიმები ამბობენ, მადის მომატების უამრავი მიზეზი არსებობს, დაწყებული ფიზიოლოგიურიდან, დამთავრებული ფსიქოლოგიურამდე. სტრესი, დაღლილობა, უსიამოვნება, ცუდი ამინდიც კი – ნებისმიერ რამეს შეუძლია ჭამის მადა გააღვიძოს.
იმისთვის, რომ თავი ხელში ავიყვანოთ და შიმშილს შევებრძოლოთ, რამდენიმე მარტივი ხრიკი არსებობს:
დალიეთ წყალი
10-დან 8 შემთხვევაში შიმშილი წყურვილში გვერევა. ჭიქა წყალს შეუძლია, გადაარჩინოს სხეული ზედმეტი კალორიების მიღებაში. წყალი შიმშილის ცრუ განგაშს „აჩუმებს“.
გაავარჯიშეთ აკუპუნქტურა (აკუპუნქტურა წერტილოვან ზემოქმედებას ნიშნავს)
გაიკეთეთ წერტილოვანი მასაჟი ტუჩებსა და ცხვირს შორის 2-3 წუთით. დაუჯერებელია, მაგრამ შეამჩნევთ, რომ ამ მარტივი მეთოდით ჭამის მადას დაკარგავთ.
ჩაიტარეთ სუნთქვითი ვარჯიშები
სუნთქვითი ვარჯიშები ენერგეტიკულ დეფიციტს სრულიად ავსებს. 20 ღრმა ამოსუნთქვა-ჩასუნთქვა ფანჯარასთან ან ქუჩაში კანფეტებით პირის ჩატკბარუნების სურვილს დაგიკარგავთ.
გამოიძინეთ
ადამიანები, რომლებიც უძილობის კომპენსირებას ბევრი ჭამით ცდილობენ, მხოლოდ იმიტომ, რომ უძილობა ორგანიზმში ჰორმონ გრელინის (გრელინი აძლიერებს შიმშილის გრძნობას) გამომუშავებას მნიშვნელოვნად ზრდის, ხოლო ლეპტინის დონე, შესაბამისად, მცირდება. გამოსავალი: რაც უფრო მეტი გძინავთ, მით უფრო გამხდარი ხართ.
ჩართეთ არომათერაპია
ციტრუსის, ყავისა და ფიჭვის სურნელი შიმშილის გრძნობას აქვეითებს.
მოიჭირეთ ქამარი წელზე
ტანზე მომდგარი ტანისამოსი ან წელზე მოჭერილი ქამარი თუ შარვალი არ მოგცემთ საჭმლის გადამეტებულად მიღების საშუალებას და მიხვდებით, რომ დროა, პირი დახუროთ.
დაკავდით ნებისმიერი საქმიანობით
არაჯანსაღი აპეტიტი ხშირად არა ფიზიოლოგიური, არამედ ფსიქოლოგიური პრობლემაა. ხშირად, სწორედ მაშინ ვიწყებთ ჭამას, როდესაც საქმე არ გვაქვს ან სტრესთან გამკლავება გვსურს. მოშორდით საკვებს და წადით სასეირნოდ. იპოვეთ ჰობი, რომელიც თავიდან მოგაშორებთ ფანტაზიებს კულინარიული შედევრების შესახებ – მადა გაქრება, ხოლო სხეული სიმსუბუქით გაგახარებთ.
კომენტარები