ალბათ იცით, რომ ზოგი დაავადება ამა თუ იმ ოჯახის ისტორიაში თაობიდან თაობამდე მეორდება. მათი კონტროლის შესაძლებელია, თუ წინასწარ იცი მემკვიდრული განწყობა და რისთვის უნდა იყოთ მზად დედის მხრიდან, მაგრამ ადამიანებს სწორი კითხვების დასმა ხშირად ავიწყდებათ. ამასთან ჩვენი განვითარების ბევრი მახასიათებელი 90%-ით ჩვენი დედების მახასიათებლებს ჰგავს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, დრო გამონახოთ და მშობლებს, განსაკუთრებით დედას ჰკითხოთ, რა შეიძლება გარკვეული დაავადებების თავიდან ასაცილებლად გააკეთოთ. არსებობს რამდენიმე კითხვა, რომელიც დედას ახლავე უნდა დაუსვათ.
1. ოჯახში ვინმეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ჰქონდა?
ამაზე საუბარი სასიამოვნო არაა, მაგრამ თუ ოჯახში მოულოდნელი სიკვდილის შემთხვევები იყო, ეს ინფორმაცია პირდაპირ კავშირშია თქვენს ჯანმრთელობასთან. თქვენ უნდა იცოდეთ ოჯახში გულის დაავადების ან ადრეული სიკვდილის ნებისმიერი შემთხვევის შესახებ – ქალებისთვის ეს 65 წლამდეა, მამაკაცებისთვის – 55 წლამდე – ამბობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კარდიოლოგი ნიკოლ ჰარკინი.
გენეტიკა არავითარ შემთხვევაში არ არის ბედი ან განაჩენი.
ოჯახური სამედიცინო ისტორია უნდა იცოდეთ, რომ შესაბამისი კვებისა და ცხოვრების წესით ნებისმიერი რისკის ფაქტორი მინიმუმამდე დაიყვანოთ.
2. დედა, როდის დაგეწყო მენსტრუაცია და მენოპაუზა?
სამედიცინო კვლევები ადასტურებს, რომ გოგონა ყველაფერში, რაც მენსტრუაციულ ციკლს ეხება, დედას იმეორებს.
კალიფორნიის ირვინის ინტეგრირებული მედიცინის ცენტრის (UCI Medical Center) დირექტორი, ექიმი ფელის გერში გვირჩევს გავარკვიოთ, ჰქონდა თუ არა დედას ან მისი ოჯახის წევრს ისეთი გავრცელებული დაავადება, როგორიც პოლიკისტოზია. ბოლო კვლევების მიხედვით, გენეტიკაში ამ დაავადების არსებობა ზრდის შანსს, რომ პრობლემები მომავალ თაობებს ექნებათ.
3. გქონდა თუ არა პრობლემა ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებით?
ეს მნიშვნელოვანია იცოდეთ, სანამ დედობას თავად დაგეგმავთ. გახსოვდეთ, რომ ორსულობასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი გენეტიკასთან კავშირშია.
„თქვენ უნდა იცოდეთ ნებისმიერი ოჯახური ისტორია, რომელიც რისკის ჯგუფს განეკუთვნება. ესენია: ორსულობის სპონტანური შეწყვეტა, ნაადრევი მშობიარობა და ა.შ.; ამის წინასწარ ცოდნის შემთხვევაში შეძლებთ ექიმთან ერთად სპეციალური მედიკამენტები დაგეგმოთ, რომლებიც მოსალოდნელ გართულებას აგაცილებენ,“ – ამბობს ნიუ-იორკის შტატის რეგიონალური პერინატალური ცენტრის (Regional Perinatal Centers in New York State) გინეკოლოგი დანიელ როჩამი.
4. ჩვენს ოჯახში ვინმეს ოდესმე კიბო ჰქონია?
ამ კითხვის დასმა ბევრს ეშინია, რადგან უსიამოვნო პასუხის მოსმენის არ სურს, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია. ასევე უნდა გაარკვიოთ, ჰქონდათ თუ არა კიბო ნათესავებს – ამბობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეანობის კოლეჯის პროფესორი ლორი ჯეფერსი (Laurie S. Jeffers).
ყველამ არ იცის ამის შესახებ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, სარძევე ჯირკვლის და საკვერცხის კიბოს გენეტიკური მიდრეკილება როგორც მამისგან, ასევე დედისგან გადადის, ადრეულ სკრინინგს კი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
5. შაკიკი გაწუხებს?
თავის ტკივილი პერიოდულად ყველას აწუხებს და ამას პრობლემად არ ვთვლით, მაგრამ შაკიკი სრულიად განსხვავებული დაავადებაა. შაკიკით გამოწვეული ტკივილი შეიძლება საათობით გაგრძელდეს და ძალა მთლიანად გამოგვაცალოს. მისი ამოცნობა შესაძლებელია შემდეგი სიმპტომებით:
-
სინათლის მიმართ მგრძნობელობა
-
გულისრევის შეგრძნება
-
მხედველობის პრობლემები
კომენტარები