• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 02nd October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

6 უძველესი ნაგებობა, რომელიც ჩვენს ცხოვრებაზე დღემდე გავლენას ახდენს

6 უძველესი ნაგებობა, რომელიც ჩვენს ცხოვრებაზე დღემდე გავლენას ახდენს
462 ნახვა
12 shares
  • Facebook12
  • Twitter
  • LinkedIn

ბერძნები წყალმომარაგების სისტემას ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-19 საუკუნეში იყენებდნენ, ბაბილონში კი ათასი წლის წინ იცოდნენ კანალიზაციის შესახებ. BBC-მ იმ 6 უძველესი ნაგებობის შესახებ მოამზადა სტატია, რომელიც კაცობრიობის ცხოვრებაზე დღემდე ახდენს გავლენას.

ძველი ეგვიპტე და პირამიდები. ეგვიპტური პირამიდების გავლენა თანამედროვე არქიტექტურაზე ძალიან დიდია. არქიტექტორები დღემდე იყენებენ ჩვენ წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 2580-2560 წლებში აშენებული პირამიდების ფორმებს. მაგალითად, პარიზის ლუვრში მინის შესასვლელი ზუსტად იმეორებს პირამიდის იერსახეს.

ფოტო: shutterstock.com

რომაული გზები. რა თქმა უნდა, „ყველა გზა რომში [არ] მიდის“, მაგრამ სინამდვილეში რომაელებმა საგზაო ინფრასტრუქტურის შესახებ მართლაც ძალიან ბევრი რამ იცოდნენ. რომალებს ესმოდათ თუ როგორი მნიშვნელოვანი იყო ვაჭრობისთვის გზების არსებობა. ისინი ცდილობდნენ ისე დაეპროექტებინათ გზის მშენებლობა, რომ ის მოხერხებული და იოლად გასავლელი ყოფილიყო.

ფოტო: facebook

კანალიზაცია ბაბილონში. პარიზში კანალიზაციის პირველი სისტემა 1850 წელს გაჩნდა, ლონდონში კი – 1866 წელს. ბაბილონში მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოყენება ჩვენ წელთაღრიცხვამდე 4000 წლის წინ ისწავლეს.

ფოტო: shutterstock.com

ძველბერძნული წყალმომარაგება. წყალმომარაგების სისტემის განვითარებას მსოფლიო ბერძნებს უნდა უმადლოდეს. პირველად წყალმომარაგების სისტემა კუნძულ კრეტაზე ჯერ კიდევ მიკენის ცივილიზაციის დროს გაჩნდა ( ძვ. წ. XVI საუკუნიდან – ძვ. წ. XI საუკუნემდე).

ფოტო: shutterstock.com

წარმართული კულტები. ქალაქ მილტონ-კინსი დიდი ბრიტანეთის ყველაზე ლამაზი ქალაქი არ არის, მაგრამ მის დაგეგმარებაში ასახულია ბრიტანეთის ისტორიული ძეგლებისა და მეგალითების პატივისცემა. ქალაქი 1960-იან წლებში საბინაო კრიზისის გამო აშენდა. მის მშენებლობაზე სერიოზული გავლენა მოახდინა წარმართულმა შეხედულებებმა და რიტუალებმა.

ფოტო: www.wearetown.co.uk

ძველი რომის არქიტექტურა. ამ ცივილიზაციის გავლენამ საუკუნეები მოიცვა და დღემდე აქტუალურია. როდესაც მე-19 საუკუნეში, ნაპოლეონი საკუთარ იმპერიას აშენებდა, მისი ბრძანებით პარიზში რომაული არქიტექტურისაგან ნასესხები რამდენიმე შენობა გაჩნდა. მაგალითად, ტრიუმფალური თაღი და ვანდომის მოედანი.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია