ბავშვთა კარდიოლოგი, ხათუნა ლოლაძე, 6 მთავარ მიზეზს ასახელებს, თუ როდის უნდა მივმართოთ ბავშვთა კარდიოლოგს.
-
თუ ჩვენ გვინდა, რომ მივიყვანოთ ბავშვი სპორტზე, აუცილებელია გამოვიკვლიოთ გული, რასაკვირველია, ეს იმისთვის, რომ გამოირიცხოს გულის თანდაყოლილი მანკი.
-
თუ ბავშვს აღენიშნება ცხვირ-ტუჩის სილურჯე.
-
თუ ბავშვს აქვს გაძლიერებული გულისცემა.
-
ან პირიქით, თუ აქვს შენელებული გულისცემა.
-
თუ ბავშვს აღენიშნება დაღლილობა ფიზიკური აქტივობის დროს.
-
და ბოლოს, თუ ხშირად ცივდება პატარა, აუცილებლად უნდა მივმართოთ კარდიოლოგს.
კომენტარები