წვიმის ხმა ბევრისთვის რომანტიკასა და სიმშვიდესთან ასოცირდება, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ის საუკეთესო ანტიდეპრესანტია. მათი აზრით, წვიმაში სეირნობა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, რადგან შეუძლია ჩვენი გონება დაამშვიდოს და უარყოფითი ემოციებისგან გაათავისუფლოს.
ალბათ გიგრძნიათ წვიმის დაწყებისას მშრალი მიწიდან ავარდნილი სუნი, რომელსაც პეტრიკორი ჰქვია. ეს სიტყვა მომდინარეობს ბერძნული პეტრადან, რაც „ქვას“ ნიშნავს და ichor-გან, (ღვთაებრი სითხე). ტერმინი 1964 წელს, მეცნიერებმა იზაბელა ჯოი ბეარმა (ავსტრალია) და როდერიკ გ. თომასმა (დიდი ბრიტანეთი) ჟურნალ Nature-ში სტატიისთვის გამოიგონეს.
სამეცნიერო ნაშრომის თანახმად, წვიმის შემდეგ ქიმიური ნივთიერებების შეერთების გამო სპეციფიკური სუნი ჩნდება
საქმე ისაა, რომ ნალექის მოსვლამდე სიმშრალის პერიოშდი მცენარეები გამოყოფენ ზეთებს, რომლებსაც ნიადაგი შეიწოვს. წვიმის დროს ეს ზეთები ჰაერში ქიმიურ ნაერთ გეოსმინთან ერთად ადის და გამოსცემს სურნელს, რომელიც ყველას გვიყვარს.
წვიმაში სიარულის 7 სარგებელი:
1. წვიმის სუნი ამშვიდებს გონებას.
2. მაღალი ტენიანობა სასარგებლოა კანისა და თმისთვის. წვიმის წვეთები შეიცავს ქიმიურ ელემენტებს, რომლებიც ადამიანის კანს წმენდს.
3. იაპონელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ წვიმიან ამინდში ვარჯიშით ან სიარულით გაცილებით მეტი კალორია იწვება, ვიდრე მშრალ და ცხელ ამინდში.
4. წვიმის წვეთები მტვერს და მიკრობებს შთანთქავს, ამიტომ წვიმაში სეირნობის დროს სუფთა ჰაერით დატკბებით.
5. წვიმაში სიარული განწყობას – ამ დროს ადამიანს წესების დარღვევის და თავაწყვეტილი მხიარულების სურვილი უჩნდება.
6. წვიმა გვეხმარება, რომ საკუთარ პრობლემებს მშვიდად და პანიკის გარეშე შევხედოთ.
სამწუხაროდ, თანამედროვე სამყარო უფრო რაციონალური გახდა. იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელსაც წვიმაში სიარული მოსწონს.
გირჩევთ, ნუ მიბაძავთ მოსაწყენ ადამიანებს. იარეთ წვიმაში და გაიწმინდეთ გონება – გათავისუფლდით ნეგატიური ფიქრებისა და ემოციებისგან.
კომენტარები