• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 04th December 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • კონფლიქტები
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

6-მილიონ დოლარიანი ოქროს უნიტაზის მოპარვისთვის ბრალი 4 პირს წაუყენეს

6-მილიონ დოლარიანი ოქროს უნიტაზის მოპარვისთვის ბრალი 4 პირს წაუყენეს
131 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

6-მილიონ დოლარიანი ოქროს უნიტაზის მოპარვისთვის ბრალი 4 პირს წაუყენეს. შემთხვევა 2019 წელს ინგლისში, ბლენჰეიმის სასახლეში მოხდა. 18-კარატიანი ოქროს უნიტაზის სახელი, რომლის ისტორიამ მსოფლიო მედია მოიცვა, „ამერიკაა”.

მთავარი ბრალდებული 66 წლის კაცია; როგორც ირკვევა, მას 3 თანამზრახველიც ჰყავდა. რაც შეეხება სხვა დეტალებს, დამნაშავეები სასახლესთან 2 მანქანით იყვნენ მობილიზებულები. უნიტაზი მათ დილის 5 საათზე გაიტანეს. უსაფრთხოების კამერებში დრო და სხვა დამატებითი ინფორმაცია არ ჩანდა. 2019 წელს უნიტაზის მოპარვამ შესამჩნევი ზარალი და დატბორვა გამოიწვია, რადგან ბლენჰეიმის სასახლეში მას დამთვალიერებლები იყენებდნენ. გამოფენის დამთვალიერებლებს 3 წუთის განმავლობაში შეეძლოთ, ძვირფასი ტუალეტით ესარგებლათ.

ოქროს უნიტაზი იტალიელმა ხელოვანმა, მაურისიო კატელანამ შექმნა და მისი გამოფენის ნაწილი იყო. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს “ამერიკა” დონალდ ტრამპს შესთავაზეს. აშშ-ის პრეზიდენტმა მუზეუმისგან ვან გოგის ნახატი თეთრ სახლში გამოსაფენად ითხოვა, თუმცა მას უარი დაუბრუნეს და სანაცვლოდ ოქროს უნიტაზი, „ამერიკა” შესთავაზეს.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია