ბუნების სეზონური საჩუქარი ყოველთვის უნდა გამოიყენოთ. პირველ რიგში კი ბავშვის მენიუში აქტიურად უნდა ჩართოთ. რა თქმა უნდა, უფროსებისთვისაც ძალიან სასარგებლოა მათი მიღება.
გოგრა
დიეტური პრდუქტი და ვიტამინების ნამდვილ ისაბადოა. რბილობი ბევრ უჯრედისს შეიცავს და ძალიან დადებიტად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებაზე. ანტიოქსიდანტები მხედველობას, სმენას, კანის მდგომარეობას, გულ-სისხლძრღვთა სისტემას და იმუნიტეტს აძლიერებენ.
შეიცავს С, Е, РР და В ჯგუფის ვიტამინებს. ასევე რკინას, კობალტსა და თუთიას, რის გამოც ანემიის ან დაბალი ჰემოგლობინის წინააღმდეგ შესანიშნავი საშუალებაა.
ყურძენი
კალიუმის, კალცის, ნატრიუმის, იოდის, ფოსფორის, თუთიის, მაგნიუმისა და ფოლიუმის მჟავის წყაროს.
დამტკიცებულია, რომ ყურძენი სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს, ეხმარება ანემიასა და აწესრიგებს ნივთიერებაში ცვლას. ამბობენ, რომ კიბოსგანაც იცავს.
თხილი და ნიგოზი
ორივე უკვე მომწიფებულია და აუცილებლად მოიმარაგეთ ზამთრისთვის თუმცა ამ მსეზონზეც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ (თუ ბავშვს ალერგია არ აქვს). თხილსა და ნიგოზს თვინის და სილამაზის წამალს უწოდებენ. ნიგოზი ქოლესტერინს ამცირებს, აუმჯობესებს გულისა და ტვინის სისხლძარღვების მუშაობას. უფროსების საყურადღებოდ – ანელებს დაბერების პროცესს, დიდხანს უნარჩუნებს კანს სიმკვრივეს.
თაფლი
გარდა იმისა, რომ გემრიელი და სასარგებლოა, დიდხანს ინახება და თითქმის არასდროს ფუჭდება. მთავარია აირჩიოთ ნამდვილი თაფლი.
შესანიშნავი საშუალებაა გრიპის, გაციებისა და იმუნიტეტისთვის. თაფლის სარგებლობაზე არაერთი ნაშრომი გამოქვეყნებულა.
თაფლში შემავალ ნივთიერებებს გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ობის საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდური თვისებები, ანუ თაფლი ანადგურებს დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს და აფერხებს მათ გამრავლებას. თაფლის მიღებისას მატულობს ორგანიზმის დაავადებების მიმართ წინააღმდეგობის უნარი, ძლიერდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, კლებულობს კუჭის წვენის მჟავიანობა.
ვაშლი
გემრიელი, დაბალკალორიული და ვიტამინებით სავსე. მართალია, დიდხანს ინახება, თუმცა ასევე კარგად გამოიყენება მისი ჩირი, მურაბა, ჯემი თუ კომპოტი.
ვაშლი ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი და სასარგებლოა, რადგან მას განსაკუთრებული თვისებები აქვს. იგი პექტინების ბუნებრივი წყაროა, რომელიც ორგანიზმში გაწმენდის, დასუფთავების ფუნქციას ასრულებს.
პექტინი ნაწლავებში ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.
ანეიტრალებს მავნე პროდუქტებს, მძიმე ლითონებს,ტოქსინებს. სწორედ ამიტომაა გახეხილი ვაშლი ფაღარათის წინააღმდეგ მებრძოლი არაჩვეულებრივი, აპრობირებული მეთოდი. ხოლო დიეტა, რომელიც გამდიდრებულია პექტინებით, 30%-ით დაბლა სწევს ქოლესტერინს და ამავდროულად ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს. პექტინებს ორგანიზმიდან თავისუფალი რადიკალები გამოჰყავს.
მინერალებიდან ვაშლი შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით რკინას, ვიტამინებიდან —C, E, B1, B2, B6, PP ვიტამინებს, კაროტინსა და ფოლიუმის მჟავას. რაც მთავარია, ეს კომპონენტები ვაშლში ადვილად ასათვისებელი ფორმით და ჩვენი ორგანიზმისთვის მეტად ოპტიმალური კომბინაციით არის წარმოდგენილი.
ვაშლი მიჩნეულია ერთ-ერთ მძლავრ ანტიოქსიდანტად, რომელიც ფილტვებს თამბაქოს კვამლისა და ჰაერში არსებული მავნე ნაერთების ზემოქმედებისგან იცავს. ეს კარგად უნდა ახსოვდეთ მწეველებს და რეგულარულად მიირთვან ვაშლი. ასევე აქტიურად უნდა მიიღონ იმ ბავშვებმა, ვისაც მშობლების წყალობით, ხშირად უწევს ტამბაქოს კვამლის ყნოსვა.
კომენტარები