იდეალურად სუფთა წყალიც კი შეიძლება ჯანმრთელობისთვის საშიში გახდეს, თუ ზედმეტად ბევრს სვამთ.სუფთა წყლის საკმარისი რაოდენობა კარგი ჯანმრთელობის, სილამაზის (კანსაც და თმასაც სჭირდება დატენიანება) და დღეგრძელობის წინაპირობაა (ალცჰაიმერის დაავადების პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია სასმლის რეჟიმის დაცვა).
რვა ჭიქა დღეში მიახლოებითი მაჩვენებელია, ნორმას ყველა დამოუკიდებლად განსაზღვრავს. მაგრამ მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ზედმეტი წყალი შეიძლება ისეთივე საშიში იყოს, როგორც მისი მუდმივი ნაკლებობა. და თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ ნიშანს, გაითვალისწინეთ: შეიძლება, დაგჭირდეთ სითხის რაოდენობის შემცირება.
1. ღამით იღვიძებთ ტუალეტში წასასვლელად.
ადამიანების უმეტესობა დღეში ექვს-რვაჯერ მიდის ტუალეტში და თუ თქვენი შარდი გამჭვირვალეა და ღია ჩალისფერია, სავარაუდოდ, საკმარის სითხეს იღებთ.
მაგრამ თუ თქვენ შარდავთ დღეში ათზე მეტჯერ, ან თუნდაც ღამით უნდა გაიღვიძოთ ტუალეტში წასასვლელად, შესაძლოა იმაზე მეტს სვამთ, ვიდრე საჭიროა. ეცადეთ დალიოთ ბოლო ჭიქა წყალი დაძინებამდე ორი საათით ადრე, რათა თავიდან აიცილოთ თირკმელების გადატვირთვა.
2. გრძნობთ დაღლილობას
თუ ძალიან ბევრ წყალს სვამთ, თირკმელები ზეგანაკვეთურად მუშაობენ – ამის ერთ-ერთი შედეგი კი სტრესის ჰორმონების გამოყოფაა. ხანმოკლე ენერგეტიკული პიკის შემდეგ ვიღებთ ერთგვარ „ნაბახუსევს“, რომელსაც თან ახლავს მომატებული დაღლილობის შეგრძნება.
თუ ამ ბოლო დროს ამჩნევთ მსგავსი რამეს, სცადეთ შეამციროთ სითხის რაოდენობა.
3. გაქვთ თავის ტკივილი
ძლიერი თავის ტკივილი მთელი დღის განმავლობაში არის ზედმეტი წყლის დალევის კიდევ ერთი სიმპტომი. ფაქტია, რომ სისხლში ჭარბი სითხის შემცველობის გამო მარილის შემცველობა იკლებს, რაც თავის მხრივ უჯრედების „შეშუპებას“ იწვევს. შედეგები შეიძლება მოიცავდეს არა მხოლოდ თავის ტკივილს, არამედ სუნთქვის გაძნელებას და ტვინის ფუნქციის დარღვევას… ვრცლად
კომენტარები