როდესაც ადამიანები ქორწინებაზე ფიქრობენ, როგორც წესი,ბედნიერი დასასრული, საბოლოო მიზანია. თუმცა, ყველა ქორწინება არ არის სავსე ბედნიერებითა და სიხარულით. როდესაც ქორწინება წარუმატებელია, შესაძლოა, რთული იყოს იმის განსაზღვრა, რა უნდა მოიმოქმედოს წყვილმა. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქორწინება არ არის უწყვეტი ვალდებულება.
ცვლილების შიში
შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ წარუმატებელ ქორწინებაში ბევრ ადამიანს ეშინია, რა იქნება შემდეგ. უბედური ქორწინების დატოვება ნიშნავს ცხოვრებას იმ ადამიანის გარეშე, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში იყავით; ეს ნიშნავს ცვლილებასა და გაურკვეველ ცხოვრებას, რომლის ატანა შეიძლება კიდევ უფრო რთული იყოს, ვიდრე უბედურება, რომელიც ამ ქორწინებაში არსებობს.
კომფორტი
როდესაც ჩვენ ვიცავთ რაღაცას, რაც ვიცით, რომ ჩვენთვის ცუდია, ერთადერთი ნუგეში ისაა, რომ ეს რაღაც ნაცნობი და უსაფრთხოა. წარუმატებელ ქორწინებაში დარჩენა ხშირად ამ კატეგორიას მიეკუთვნება. დროთა განმავლობაში, წყვილები იმდენად ერგებიან ყოველდღიურ რუტინასა თუ ჩვევებს, რომ ისინი უარს ამბობენ განქორწინებაზე.
ფინანსური დამოკიდებულება
ფინანსურმა საკითხებმა, შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს, როდესაც აღიარებთ, რომ ეს ქორწინება წარუმატებელია. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ქალებისთვისაა. ზოგიერთი წყვილისთვის, განქორწინება ნიშნავს მათი ფინანსური აქტივების ორ ოჯახში გადანაწილებას, ნაცვლად ერთისა; ზოგიერთისთვის კი, (ძირითადად ქალებისთვის) ძირითადი ფინანსური წყაროს დაკარგვას.
იმედი, რომ ყველაფერი გამოსწორდება
ზოგჯერ იმედი საკმარისია იმისთვის, რომ წყვილები ერთად დარჩნენ, მიუხედავად მათი უბედურებისა. თუ ერთ-ერთ პარტნიორს მაინც სჯერა, რომ საბოლოოდ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, წყვილი საბოლოო იმედის გადაწურვამდე ერთად რჩება. ძალიან ხშირად კი, ეს რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გრძელდება. საბოლოოდ კი, მაინც განქორწინებით ან განადგურებული ნერვული სისტემით სრულდება.
სოციალური ან რელიგიური ვალდებულებები
ყველა ადამიანისთვის, განქორწინება განსხვავებულად განიხილება, რაც დამოკიდებულია ოჯახის წარმომავლობისა და რელიგიურ კუთვნილებაზე. ზოგიერთ შემთხვევაში, ქორწინების დასრულება განიხილება, როგორც წარუმატებლობის ან სირცხვილის ნიშანი – და უზარმაზარი ძალა და გამბედაობაა საჭირო, რათა ადამიანებმა განქორწინების გადაწყვეტილება მიიღონ.
ქორწინება მიზნად ისახავს სიხარულისა და ბედნიერების მოტანას; თუმცა, ზოგჯერ ყველაფერი უარესობისკენ მიდის. რაც არ უნდა იყოს ქორწინების წარუმატებლობის მიზეზი, გახსოვდეთ, რომ პირველ რიგში საკუთარი თავი, საკუთარი ბედნიერება უნდა დააყენოთ. მიუხედავად იმისა, განაგრძობთ თქვენს ამჟამინდელ გზას თუ დაიწყებთ ახალ მოგზაურობას, გახსოვდეთ, რომ წარუმატებელი ქორწინება, უბედური ცხოვრების მიზეზი არ უნდა გახდეს. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი ცხოვრება, კარგად ნაცნობი ადამიანის გარეშე!
კომენტარები