40 წლის ასაკში 44 შვილი! – აფრიკელ მარიამ ნაბატანზის „უგანდის დედას” უწოდებენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„უგანდის დედა” მარიამ ნაბატანზი ახლა 43 წლისაა, 40 წლის ასაკში მას 44 შვილი ჰყავდა, რომელთაგანაც ყველაზე უფროსი 28 წლისაა. ქალი მშობიარობის შემდეგ ძირითადად 3 და 4 ტყუპს აჩენდა და მხოლოდ ერთადერთხელ შეეძინა 1 შვილი. ნაბატანზის შემთხვევას ექიმები იშვიათი სამედიცინო მდგომარეობით ხსნიან.
ქალი იმედოვნებს, რომ შეიძენს ყოფილი ქმრის ნათესავებისგან ბინას, 66 ლეიბს და 25 ორსართულიან საწოლს. ასევე, შვილების დასაქმებისთვის გეგმაში რესტორნის და საქორწილო ღონისძიებების მართვის სერვისის გახსნა აქვს.
კომენტარები