არაფერია იმაზე გამაღიზანებელი, ვიდრე აეროპორტის უსაფრთხოების კონტროლის გრძელ რიგში დგომა. ამ დროს გეჩვენებათ, რომ თქვენს წინ მდგარი მგზავრები ყველაფერს ნელა აკეთებენ და დრო გაჰყავთ, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ზოგი მათგანი თვითმფრინავში აკრძალული ნივთების შეტანას ცდილობს. კანონის დამრღვევებს ჯარიმა და ზოგჯერ დაპატიმრებაც ემუქრებათ. სასჯელი დამოკიდებულია იმაზე, რომელი აკრძალული ნივთის შეტანას ცდილობდა თვითმფრინავზე მგზავრი.
ცეცხლსასროლი იარაღი
ამ აკრძალვის შესახებ თითქოს ყველამ იცის, მაგრამ თურმე ბევრს ავიწყდება. სინამდვილეში, ცეცხლსასროლი იარაღის თვითმფრინავით გადატანა შესაძლებელია, თუმცა ავიაკომპანიის მიერ განსაზღვრული წესების დაცვით. აშშ-ში, რომელიც ამ თვალსაზრისით, საკმაოდ ლოიალური ქვეყანაა, საბაჟოს ოფიცრებმა 2023 წლის პირველ ნახევარში აეროპორტის უსაფრთხოების ზონაში 1508 ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს, (საშუალოდ 16 დღეში) და მათგან 93%-ზე მეტი დატენილი იყო.
შარშან, ამერიკაში ცეცხლსასროლ იარაღთან მოპყრობის წესების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმა 14 950 დოლარამდე გაიზარდა. ამასთან მოქმედი კანონმდებლობით, მგზავრებს, რომლებსაც ხელბარგში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს, გაფრთხილება ან დაკავებაც კი ემუქრებათ.
ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, თვითმფრნავში აკრძალულია ტყვია-წამალის, წიწაკის სპრეის, ელექტრო შოკის, ფეიერვერკისა და სხვა ადვილად აალებადი ნივთიერების შეტანა.
მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო იარაღის თვითმფრინავში შეტანა ნებადართულია, უსაფრთხოების სამსახური გვირჩევს, ის ხელბარგში არ ჩავდოთთ. აკრძალულია ასევე ნივთები, რომლებიც ნამდვილ ცეცხლსასროლ იარაღს ჰგავს.
ჰიგიენური საშუალებები, შამპუნები და აეროზოლები
ყველაზე გავრცელებული აკრძალული ნივთები, რომელთა გადატანას მგზავრები ხელბარგით ცდილობენ არის: სითხეები, გელები, აეროზოლები და სხვა თხევადი, ადვილად აალებადი პროდუქტები.
ასეთ პროდუქტების რიცხვს განეკუთვნება ხილის მუსები, სოუსები, მურაბები, ჟელეები, ბოსტნეულის თხევადი კონსერვები, ნუტელა და არაქისის კარაქი (ისინიც სითხეებად ითვლება).
ნებადართულია თვითმფრინავში პატარა ზომის კბილის პასტის და ლოსიონის შეტანა, მაგრამ აკრძალულია შამპუნისა და პირის ღრუს სავლების დიდი ბოთლი.
ბორტზე აკრძალულია თმის გელი, გაპარსვის შემდგომი ლოსიონები, ოდეკოლონები, სუნამოები, შამპუნები, კონდიციონერები და მზისგან დამცავი საშუალებები.
ალკოჰოლი
“აკრძალული სასმელების“ სიაში შედის ენერგეტიკული სასმელები, წვენები, გაზიანი სასმელები და ალკოჰოლი.
ბევრმა მგზავრმა არ იცის, ზუსტად რამდენი ალკოჰოლის წაღება შეუძლია და რა სახის შეზღუდვები არსებობს. სასმელი 24%-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 70% სპირტის შემცველობით შეიძლება დახურული ჩანთებით გადაიტანოთ, მაგრამ 1 მგზავრზე არაუმეტეს 5 ლიტრისა.
ხელბარგით შესაძლებელია ალკოჰოლის მინიატიურული ბოთლების გადატანა. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ქვეყნის კანონმდებლობა კრძალავს თვითმფრინავის ბორტზე მგზავრების მიერ წამოღებული ალკოჰოლის დალევას – ფრენის დროს მხოლოდ სტიუარდესას მიერ მოტანილი ალკოჰოლური სასმლის დალევა შეგიძლიათ.
აზოტის სასუქი
დაუშვებელია თვითმფრინავით აზოტის, ამიაკის და მისი ხსნარების მაღალი შემცველობის მქონე, ადვილად აალებადი სასუქების გადატანა, მაგრამ თავად მცენარის წაღება შეგიძლიათ, თუ ის ზედა თაროზე ან სავარძლის ქვეშ თავსდება. ამ დროს ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ქონა აუცილებელია.
***
სხვა აკრძალული ნივთები
ვითმფრინავის ბორტზე დაუშვებელია 18 სმ-ზე მეტი ზომის ხელსაწყოების (ჩაქუჩები, ქანჩები, სახრახნისები, ხერხები, საბურღი) შეტანა, რადგან ისინი შეიძლება პოტენციურ საფრთხედ ჩაითვალოს.
კომენტარები