ვერძი
შეეცადეთ, ოჯახში პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ, თუმცა, ეს უფრო მეტად დაკავშირებული იქნება არა თქვენზე, არამედ, თქვენი რჩეულის დამოკიდებულებასა და ინტერესებზე. ნუ იქნებით პრინციპული და იზრუნეთ სულიერ კომფორტზე.
კურო
სასურველია, მოიძიოთ ახალი მეგობრები და მოიწყოთ პირადი ცხოვრება. თუ გყავთ, ყურადღება გამოიჩინეთ შვილების მიმართ და საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად დაეხმარეთ, ახლა ეს მათ ძალიან სჭირდებათ.
ტყუპები
ნუ ჩაიციკლებით წარსულზე, სჯობს, ახალი მიმართულება მისცეთ თქვენს შესაძლებლობებს. დაისახეთ რეალური მიზნები და იმოქმედეთ.
კირჩხიბი
კარგი დროა, შეხვედრებისა და პაემნებისთვის, იყავით უფრო თამამი და ნუ დარჩებით ჩრდილში, დღეს აუცილებლად შეამჩნევენ თქვენს საუკეთესო თვისებებს.
ლომი
თუ აირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, ზოგიერთი დაავადება შეიძლება, სამუდამოდ გაგეცალოთ, მხოლოდ ელემენტარული წესების დაცვაა საჭირო. ერიდეთ ხარჯებს.
ქალწული
თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი, სერიოზული საყიდლებისგან. მოერიდეთ ოჯახურ კონფლიქტში ჩართვას – მალე ყველაფერი თავისით დალაგდება.
სასწორი
ნუ იქნებით პრეტენზიული და ჭირვეული, რაც მეტად გააცნობიერებთ, რომ ეჭვების აყოლა კარგს არაფერს მოგიტანთ, მით უფრო მალე მოგვარდება თქვენი პრობლემები.
მორიელი
წარმატებას მოგიტანთ პარტნიორებთან ურთიერთობა. კარგი იქნება, დააბალანსოთ შემოსავალ-გასავალი, ამგვარად, მნიშვნელოვნად მოიზიდავთ ფინანსურ კეთილდღეობას.
მშვილდოსანი
შესაძლოა, გარკვეული გამოცდა მოგიწყონ პირად – სასიყვარულო ურთიერთობაში. მზად იყავით მოულოდნელობებისთვის.
თხის რქა
თუ აუცილებლობა არ იქნა, ერიდეთ ვალის აღებას, თავი შეიკავეთ კრედიტებთან დაკავშირებული საკითხებისგან. ქმედებამდე, მოიძიეთ საიმედო პარტნიორები. ნუ დახარჯავთ დროს ამაო საუბარსა და ჭორებზე.
მერწყული
ფხიზლად მიადევნეთ თვალი ფაქტებს და ნუ აჰყვებით ეჭვებსა და უიმედობას, უსიამოვნო მოგონებები და განცდები ძალას გამოგაცლით და მხოლოდ წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდებით.
თევზები
შესაძლებლობა გექნებათ, თავი გამოიჩინოთ ახალ საქმიანობაში. რომელიც სწორი მიდგომით აუცილებლად წარმატებას მოგიტანთ.
კომენტარები