მაია ასათიანი „ინსტაგრამზე“ წერს, რომ თავისი პროფესია ძალიან ენატრება და უკვე სამი წელია, რაც მისი გადაცემა ეთერში აღარ გადის:
„3 წელი გავიდა, სიზმარში ხშირად ვხედავ, რომ ეთერში ვარ, უცნაური განცდით მეღვიძება… ხანდახან ჩემს დეკორაციას ვხედავ, სხვა ხალხით სავსეს, არ მეგონა, თუ მეტკინებოდა, მტკივა, ჩემს პროფესიაში მინდა. სტუდენტებს სულ ვუყვები, რომ ეს საქმე ცოცხალი ადამიანივით მიყვარს, უკვე ცალმხრივად…“
მის ამ სტატუსს მოჰყვა გამოხმაურება მაყურებლის მხრიდან. წერენ, რომ მაია ეკრანს აკლია, რაზეც ტელესახე ასე პასუხობს:
„ჩემზე არაა დამოკიდებული ჩემი დაბრუნება…“
კომენტარები