ჩინეთის ცნობით, უხანში 3 აპრილის შემდეგ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
9 მაისს,ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულმა კომისიამ 14 ახალი კორონავირუსის შემთხვევა დაადასტურა, რაც ყველაზე დიდი რიცხვია, 28 აპრილის შემდეგ.
მათ შორის, 7 დღიანი პაუზის შემდეგ, უხანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ.
ჩინეთის ქალაქი უხანი პირველი იყო, სადაც კორონავირუსი დადასტურდა.
კომენტარები