ფოტო – პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო და ასახავს გუშინდელ გაგზავნილ დახმარებას უკრაინაში.
Sky News-ის ინფორმაციით, 27 ქვეყანა შეთანხმდა უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დამატებითი იარაღის, სამედიცინო მარაგების და სხვა სამხედრო დახმარების გაგზავნაზე.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა სამხედრო დახმარების შესახებ დონორთა კონფერენცია გუშინ ონლაინ გამართა. კონფერენციას 25 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, დამსწრე ქვეყნების გარდა დახმარებისთვის მზადყოფნა კიდევ 2-მა ქვეყანამ გამოთქვა.
დონორ ქვეყნებს შორის არიან აშშ და დიდი ბრიტანეთი.
კომენტარები