ვერძი
შეგიძლიათ თამამად გამოხატოთ თქვენი გრძნობები და ემოციები, არ დაივიწყოთ, რომ სამსახურის გარდა არსებობს სხვა ვალდებულებებიც, მოინახულეთ მშობლები, ნათესავები, მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან.
კურო
კიდევ ერთი ნახტომი და მიზანი მიღწეული იქნება, არ მოდუნდეთ და ერთი წამითაც არ შეგეპაროთ ეჭვი თქვენს გამარჯვებაში. სულ მალე, დარწმუნდებით, რომ თქვენი არჩეული გზა სწორი და წარმატებული იყო.
ტყუპები
ფრთხილად იყავით და ერიდეთ დაპირისპირებებს, შესაძლოა, თქვენი დაუდევრობის გამო, საჭირო გახდეს მთელი ძალების მობილიზება , რათა თავი გაართვათ აღებულ ვალდებულებებს და ზიანი არ მიაყენოთ თქვენს იმიჯს.
კირჩხიბი
შესაძლოა, ზოგიერთმა ისარგებლოს თქვენი მოთმინებით და არაეთიკური გზებით შეეცადოს თქვენს წყობიდან გამოყვანას. არ იდარდოთ, ამით არაფერი შეიცვლება, უბრალოდ, ეცადეთ, მტკიცედ მიჰყვეთ დღის გეგმას.
ლომი
შესაძლოა დღეს, ადრე ჩადენილი საქციელის გამო, სინანულმა შეგიპყროთ. ნუ შეეცდებით რაიმეს გამოსწორებას, ახლა ამის დრო არაა. იმოქმედეთ დასახული გეგმით, წვრილმან უსიამოვნებებს კი ნუ შეუშინდებით!
ქალწული
დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით შეარჩიეთ გამოთქმები, განსაკუთრებით პირად თემასთან დაკავშირებულ კომუნიკაციებში. იყავით თავშეკავებული და მოზომილად იმოქმედეთ მათთან, ვისთანაც რაიმეს თხოვნას აპირებთ.
სასწორი
ბიზნესთან დაკავშირებით გარკვეულმა დაბრკოლებებმა შეიძლება იჩინოს თავი, თუმცა მხარდამჭერებიც გამოგიჩნდებიან და გამოსავალს აუცილებლად იპოვით.
მორიელი
სიმშვიდით, დასაბუთებული არგუმენტებით და წყნარი ტონით იოლად გამონახავთ საერთო ენას კოლეგებთან და უფროსობასთან. დღეს თქვენი თავით აუცილებლად იამაყებთ.
მშვილდოსანი
გადადებული საქმეების გამო, შესაძლოა, მოულოდნელი დაბრკოლებები შეგექმნათ, შეეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროთ ხარვეზები სამსახურებრივ საქმიანობაში. ხოლო მეორეხარისხოვანი საქმეები სამომავლოდ გადადეთ.
თხის რქა
შესაძლოა, კოლეგებთან და უფროსობასთან, თავი იჩინოს გარკვეული სახის გაუგებრობებმა, თუმცა, არაა გამორიცხული, ყველაფერი თავისით მოგვარდეს, ან თქვენ გაგიჩნდეთ სარწმუნო არგუმენტები, შესაბამისად, ღირსეულად შეძლებთ დაიცვათ საკუთარი ინტერესები.
მერწყული
მოულოდნელობებით აღსავსე დღეა, მოწყენისთვის ნამდვილად არ გეცლებათ, სწორედ ასეთი დღეები მოგწონთ და გახალისებთ, თქვენი შეუპოვრობით და პოზიტიური განწყობით ყველას მონუსხვას შეძლებთ.
თევზები
ახლა კონკრეტული დასკვნები მხოლოდ შედეგებიდან უნდა გამოიტანოთ, შესაძლოა, ზედმეტი პასუხისმგებლობა გქონდეთ საკუთარ თავზე აღებული, ან არასწორად გქონდეთ შერჩეული პრიორიტეტები.
კომენტარები