2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის 32 წლის მანძილზე პირველი არჩევნები, სადაც ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანია ღიად ფინანსდება უცხო ქვეყნების (აშშ, ევროკავშირი) ფულით, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.
ექსპერტის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პირველი არჩევნებია, სადაც არჩევნებში როგორც ოპოზიციონერი, არაფორმალურად ერთვება ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის დამრღვევად ცნო. „2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის 32 წლის მანძილზე პირველი არჩევნები, სადაც ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანია ღიად ფინანსდება უცხო ქვეყნების (აშშ, ევროკავშირი) ფულით. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პირველი არჩევნებია, სადაც არჩევნებში როგორც ოპოზიციონერი, არაფორმალურად ერთვება ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის დამრღვევად ცნო კიდევ არაერთი ფაქტორის გამო არის ეს არჩევნები გამორჩეული. თუმცა, ამაზე მოგვიანებით…..“ – წერს ანჯაფარიძე.
კომენტარები