2024 წლის ბოლო ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული ასტროლოგიური პერიოდია. ორი პლანეტა – მარსი და მერკური რეტროგრადულ მოძრაობაშია. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს გავლენას ყველა ადამიანზე მოახდენს.
კონფლიქტებისა და დაპირისპირების რისკი იზრდება. შესაძლოა, უთანხმოება, სრულიად უმიზეზოდაც წარმოიშვას. ადამიანები მომატებულ ემოციურობას, შფოთვას გრძნობენ და ყველა სიტყვას მძაფრად აღიქვამენ.
აღნიშნულ პერიოდში იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება განსაკუთრებით სარისკოა, რადგანაც შესაძლოა, შედეგით მომდევნო პერიოდში უკმაყოფილო დარჩეთ და მიღებული გადაწყვეტილება ინანოთ.
რეტროგრადული მერკური განსაკუთრებით რომანტიკულ ურთიერთობებში ქმნის პრობლემას. ეს გასაკვირი არ არის, რადგანაც აღნიშნული პლანეტა ადამიანებს შორის კომუნიკაციაზეა პასუხისმგებელი. შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდეთ, იფიქროთ, რომ მას თქვენი არ ესმის, ხშირად იკამათოთ და ეს კამათი სერიოზულ დაპირისპირებაშიც კი გადაზარდოთ. აღსანიშნავია, რომ მერკურმა რეტროგრადული მოძრაობა 26 ნოემბრიდან დაიწყო და 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.
7 დეკემბრიდან პლანეტა მარსიც რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს. რეტროგრადული მარსის პერიოდში ენერგიისა და ემოციების კონტროლი გაგვიჭირდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ყველაზე მშვიდ ადამიანსაც კი შესაძლოა, დროდადრო ემოციის მართვა გაურთულდეს….ვრცლად
კომენტარები