2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და დემოკრატიული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ წინსვლა ფიქსირდება.
„2012 წლიდან მოყოლებული, თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ არადემოკრატიულად ჩატარდა ქვეყანაში არჩევნები. ყოველთვის არის წინსვლა, წინგადადგმული ნაბიჯები და ახლაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი, დემოკრატიული, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, აწარმოოს თავისი საარჩევნო კამპანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები