2024 წლის 18 სექტემბერს დაბნელების დერეფანი მთვარის დაბნელებით დაიწყო და 2 ოქტომბერს მზის დაბნელებით დასრულდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2 ოქტომბერი მნიშვნელოვანი ციკლის დასასრულია და თითოეულ ადამიანს აქვს შანსი, წარსულის გამოცდილებიდან რაღაცები ისწავლოს და გადააფასოს. 2 ოქტომბერს ახალი მთვარეცაა. ამიტომაც, ითვლება, რომ ეს დღე ენერგეტიკულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2 ოქტომბერს შესაძლოა, მომატებული შფოთვა და ემოციურობა იგრძნოთ და კომუნიკაციაც გაგიჭირდეთ. ამავე დღე მზის წრიული დაბნელებაცაა. მთვარის დისკო მზის ცენტრს დაფარავს, უკან კი “ცეცხლოვანი რგოლი” დარჩება. სანახაობა მართლად ლამაზი იქნება, თუმცა 2 ოქტომბრის მზის დაბნელებას მხოლოდ სამხრეთ ამერიკის მცხოვრებლები შეამჩნევენ.
როგორ იმოქმედებს 2 ოქტომბრის ახალი მთვარე და მზის დაბნელება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე?
დაბნელების დერეფნის დროს, როგორც წესი, თითოეულ ადამიანს უწევს, არსებულ რეალობას თვალი საბოლოოდ გაუსწოროს და დაემშვიდობოს ყველაფერს, რაც მოძველებული და არასაჭიროა. შესაბამისად, ახლა სიცხადის, დასკვნების გამოტანის და მიზნებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმის დროა.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დღე ემოციურად შედარებით რთული ვერძისთვის, კირჩხიბისთვის, მშვილდოსნისა და სასწორისთვის იქნება. ჯობს, დრო მშვიდად გაატაროთ, ხალხმრავალს შეკრებებსა და ხმაურიან წვეულებებს მოერიდოთ და რადიკალური, იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. შესაძლოა, შედეგით იმაზე უკმაყოფილო აღმოჩნდეთ, ვიდრე წარმოიდგენთ.
დაბნელების დერეფანი კუროზე, ტყუპებზე, ქალწულსა და თევზებზე ემოციურად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამიტომაც, დაბნელების დერეფნის დასრულება ემოციურად განტვირთვისა და ძველი შიშებისაგან გათავისუფლების ეტაპი იქნება. ზოდიაქოს სხვა ნიშნები კი, ამ პერიოდს უფრო მშვიდად გაივლიან და თავიანთი მიზნების შეცვლა არ მოუწევთ.
2 ოქტომბრის ახალი მთვარე დაბნელების დერეფნის რთულ ეტაპს დაასრულებს. შესაძლოა, ტრანსფორმაცია მრავალი მიმართულებით იგრძნოთ. განსაკუთრებით კი საკუთარ თავში აღმოაჩინოთ ის თვისებები, რომლებიც სამომავლოდ წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ეს პერიოდი თქვენი გამარჯვებების დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს. წარმატებას მიაღწიოთ იქ, სადაც ყველაზე მეტად გინდოდათ, მოიპოვოთ აღიარება, ბევრად უფრო მეტი შემოსავალი, ფინანსური კეთილდღეობა და რაც მთავარია, გაიმარჯვოთ საკუთარ თავზე, ნეგატიურ აზრებზე, მავნე ჩვევებზე – ყველაფერზე, რაც ბედნიერებაში ხელს გიშლით და გაბრკოლებთ… ვრცლად
კომენტარები