• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Wednesday 22nd March 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

2022 წელს საქართველოში გაუპატიურების 176 ფაქტი აღირიცხა, საიდანაც სამართალდამცველებმა 123 გახსნეს

2022 წელს საქართველოში გაუპატიურების 176 ფაქტი აღირიცხა, საიდანაც სამართალდამცველებმა 123 გახსნეს
29 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

გასულ წელს საქართველოში გაუპატიურების 176 ფაქტი აღირიცხა, საიდანაც სამართალდამცველებმა 123 (69.89%) გახსნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2022 წელს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული სულ 578 ფაქტი დარეგისტრირდა, საიდანაც 402 გახსნეს (69.55%). აღნიშნული შემთხვევები გაუპატიურების გარდა მოიცავს ისეთი ტიპის დანაშაულებს, როგორებიცაა სექსუალური ხასიათის სხვადასხვაგვარი ქმედება.

რაც შეეხება 2021 წლის მონაცემებს, 2021 წელს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული სულ 530 შემთხვევა აღირიცხა, საიდანაც 265 (50%) გაიხსნა. მათ შორის იყო გაუპატიურების 170 შემთხვევა, რომელთაგან სამართალდამცველებმა 97 (57.06%) გახსნეს.

ინფორმაციისთვის, გასულ წელს საქართველოში სულ 54 435 რეგისტრირებული დანაშაული აღირიცხა, საიდანაც სამართალდამცავმა ორგანოებმა 3 3805 ფაქტი (62.1%) გახსნეს.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია

Adam's Media