
დედაქალაქში ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით ამოქმედდა. 11 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, თბილისში 79 168 ვიდეოდარღვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ყველაზე ხშირად მძღოლები შემდეგ წესებს არღვევენ: „სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგანლიზაციის სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევას ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში ისეთი სახით მონაწილეობას, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან მოძრაობის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს“. ასევე ყველაზე ხშირად დაირღვა დადგენილი სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ით გადაჭარბების წესი, რაზეც ჯარიმა 50 ლარია. და ასევე ხშირია კიდევ ერთი დარღვევა, რომელიც ასევე 50-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს და ეს არის მარეგულირებელი ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების დარღვევა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2018 წლის პირველ კვარტალში 1 428 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, აქედან 54 კი სიმთვრალით იყო გამოწვეული.
წყარო: imedinews.ge
კომენტარები