ჭარბი წონა მსოფლიოს მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რადგან ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანზე რომ არაფერი ვთქვათ, ადამიანებისთვის მასთან გამკლავება ძალიან რთული და სტრესული პროცესია.
ალბათ დაგვეთანხმებით, თუ ვიტყვით, რომ პერიოდულად დაცული სხვადასხვა დიეტა, შეუსრულებელ და წინასწარვე კრახისთვის განწირულ მისიას მალევე ემსგავსება ხოლმე. რატომ? ყველაფერი ინფორმაციის სიმწირისა და გამოცდილების არარსებობიდან გამომდინარე ხდება.
უნდა ვიცოდეთ, რომ მნიშვნელოვანია არა დიეტა და თითქმის შიმშილობა, არამედ სწორი, ჯანსაღი კვება და ყოველდღიურად ფიზიკური აქტივობა. საბედნიეროდ, ჩვენს ირგვლივ არაერთი ადამიანი არსებობს, რომლებმაც სწორი გზით და დაუღალავი ვარჯიშით ეს მოახერხეს.
წარმოგიდგენთ 20 დაუჯერებელ ფოტოს, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ თუ ეს ადამიანები გახდნენ, თქვენც აუცილებლად შეძლებთ:
1. ფოტოებს შორის განსხვავება 80 კილოა
2. სიყვარულმა წონა არ იცის
3. ამ შედეგის მიღწევას 2 წელი დასჭირდა
4. როცა ძველი შარვლები კარვად შეგიძლია გამოიყენო
5. დაუნის სინდრომს ამ ბიჭისთვის ჯანსაღად ცხოვრებაში ხელი არ შეუშლია
6. ამ მეგობრობამ ყველანაირ გამოცდას გაუძლო
7. ორ წელიწადში მიღწეული უდიდესი ტრანსფორმაცია
8. როგორც ხედავთ, ვარჯიში აახალგაზრდავებს კიდეც
9. მძიმე წარსულიდან წითელ ხალიჩამდე
10. მიუღწეველი არაფერია
11. წარსული, რომელიც აღარც კი გახსოვს
12. დიდი შანსია, რომ ქუჩაში ვეღარც კი ცნობენ
13. ეს ქალი ამბობს, რომ დასახულ მიზანს, ყოველგვარი დიეტის გარეშე, ვარჯიშით მიაღწია
14. სელფების თამამად გადაღებას არაფერი სჯობს
15. ეს გოგო ნებისმიერი ჭარბწონიანის მოტივაციის წყარო შეიძლება გახდეს
16. “როგორც იქნა, კისერი გამომიჩნდა” – ამბობს ფოტოზე გამოსახული კაცი
17. თვალსაჩინო შედეგია
18. სამაგალითო ცოლ-ქმარი
19. ალბათ დაუჯერებელია, რომ ამ ფოტოზე ერთი და იგივე ადამიანია გამოსახული, მაგრამ ასეა
20. მთავარია მონდომება და შედეგიც არ დააყოვნებს!
წყარო:On.ge
კომენტარები