19 წლიანი მდუმარება დასრულდა. ბერი ნარიმანი ალაპარაკდა – ამ წარწერით, სოციალურ ქსელში, ბერი ნიკოლოზის ვიდეოს ბლოგერი ნინო ადამაშვილი ავრცელებს.
“მამაოს ხმაა ნამდვილად ადამიანებო. ის რამდენი ხანია კარს იქეთაც ლაპარაკობს და კარს აქეთაც. ეს პატარა მონაკვეთი არაა ისეთი რომ ვინმემ უკუღმა გაიგოს და ვისაც უხარია მოისმონის მამაოს ხმა 19 წლის მდუმარების შემდეგ. მას მადლობა ყველაფრისთვის. ის იწყებს ლაპარაკს, რაც დააქცევს სიცრუის ქვეყანას, აი ასე! კადრი არის 9 მაისის, 2024 წლის, გადაღებულია ჩემს მიერ. ვისაც ეუბნება ის განკურნა თუ რა მოხდა, არაა ჩვენი საქმე, ფაქტი დაფიქსირდა და გაიხაროს ვისაც სიმართლე და გასამართლება უხარია”,-წერია ვიდეოს კომენტარებში, რომელსაც “ფეისბუკ” გვერდი, ბერი ნიკოლოზი ავრცელებს.
კომენტარები