იცით თუ არა, რომ:
1. სიტყვა ბიბლია არსად გვხვდება წმიდა წიგნებში. პირველად ის ქრისტეს შემდეგ III საუკუნეში გამოიყენეს.
2. ბიბლია ბერძნული სიტყვაა და წიგნებს ნიშნავს („ბიბლონ“ – წიგნი); იგულისხმება არა ნებისმიერი, არამედ ღვთივშთაგონებული წიგნები.
3. ბიბლიაში ყველაზე ძლიერი კაცი იყო ისრაელის მსაჯული სამსონი, რომელმაც შიშველი ხელით ლომი მოკლა.
4. ბიბლიაში ყველაზე ბრძენი ადამიანი იყო ისრაელის მეფე სოლომონი.
5. ბიბლიაში ყველაზე ძლევამოსილი მეომარი ისრაელის მსაჯული გედეონი იყო. ღვთის შემწეობით მან 135000 მიდიამელი მებრძოლი დაამარცხა.
6. ისრაელის მეფე სოლომონს სასახლეში 700 ცოლი და 300 მხევალი ჰყავდა.
7. ბიბლიის თანახმად, ყველაზე მაღალი ადამიანი ფილისტინელი მეომარი გოლიათი იყო, რომლის სიმაღლე 3 მეტრს აღწევდა.
8. ბიბლიაში ხშირად მეორდება რიცხვები: 7, 12 და 40.
9. ბიბლიაში წინადადება – „ნუ გეშინია“ 365-ჯერ გვხვდება. ზუსტად იმდენჯერ, რამდენი დღეცაა წელიწადში. ბიბლიაში სიტყვა „ქრისტიანი“ მხოლოდ 3-ჯერ გვხვდება.
10. აღსანიშნავია, რომ სიტყვა „სამება“ ბიბლიაში ნახსენები არ არის.
11. მეექვსე საუკუნეში ადამიანს დაცემინებისას ეუბნებოდნენ „ღმერთმა დაგლოცოს“. ითვლებოდა, რომ ამ დროს ადამიანის სხეულიდან ბოროტება გამოდის.
12. ბიბლიაში ყველაზე მოხუცი ადამიანი მეთუსალა იყო, რომელიც 969 წლის ასაკში გარდაიცვალა.
13. წარღვნა დაახლოებით, 4300 წლის წინ მოხდა.
14. ბიბლიაში ადამიანის მარჯვენა ხელთან დაკავშირებით 100 დადებითი გამონათქვამია. ადამიანებს სწამდათ, რომ ეშმაკი ადამიანს მარცხენა მხარზე „აჯდება“.
15. ძველი აღთქმა ებრაულად დაიწერა ძვ. წელთაღრიცხვის XII-II საუკუნეებში. გამონაკლისს წარმოადგენდა არამეულად ნაწერი რამდენიმე მონაკვეთი; ახალი აღთქმა მთლიანად ბერძნულად დაიწერა, ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნის მეორე ნახევარში.
16, ბიბლიას საუკუნეების განმავლობაში 40 ავტორი წერდა, რომლებიც სოციალური სტატუსით და პროფესიით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ: ისრაელის ლეგენდრული მეფეები სოლომონი და დავითი; მეთევზეები იოანე და პეტრე (ქრისტეს მოწაფეები); წინასწარმეტყველები მოსე, ისაია და დანიელი; ექიმი ლუკა მახარებელი და სხვ.
17. ბიბლია 2000-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი.
18. ქართულ ენაზე ბიბლია ითარგმნა IV-V საუკუნეებში.
19. ბიბლიის ბოლო სიტყვაა „ამინ“.
კომენტარები