იმისთვის, რომ ზღვაზე, ტბაზე, მდინარეზე დასვენება უსაფრთხო იყოს, ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოთ, მაგრამ ნებისმიერ გათვალისწინებულ დეტალს თქვენი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
პირველი და ყველაზე მთავარი – შედით წყალში იქ, სადაც ბანაობა ნებადართულია და მაშველებიც არიან
️ თუ მდინარეში ბანაობას გადაწყვეთ, იცოდეთ, რომ იგი რაღაც დონეზე მაინც უნდა გქონდეთ შესწავლილი.
გაითვალისწინეთ, რომ ეს იგივე არ არის, რაც აუზში შესვლა, სადაც არც დინებაა და ფსკერის სიღრმეც და ტემპერატურაც მუდმივია. არასოდეს გადახტეთ წყალში უცნობ ადგილას, განსაკუთრებით თავით.
შეამოწმეთ ამინდი. თუ მდინარე ღვარცოფულია, გახსოვდეთ, რომ ის შეიძლება უცებ ადიდდეს, განსაკუთრებით, თუ გაწვიმდა.
ჭექა-ქუხილის დროს მაშინვე ამოდით წყლიდან (არამხოლოდ მდინარეში) და ნურც ნაპირზე გაჩერდებით.
ტბებში ფსკერი ლამიანია და ყურადღება უნდა მიაქციოთ, არ ჩაეფლოთ. განაგრძეთ კითხვა…
კომენტარები