იაპონია თავისი უნიკალური კულტურითა და ისტორიით ყველა მოგზაურის საოცნებო დანიშნულების ადგილია. გაინტერესებთ რა აქვს ამ ქვეყანას ისეთი, რასაც სხვაგან ვერსად ნახავთ და რაც ამდენ ადამიანს იზიდავს?!

საქმე ის არის, რომ იაპონელები ყველაფერს თავისებურად და ძალიან საინტერესოდ აკეთებენ, მათი ყველა იდეა კი მხოლოდ ერთ რამეს – ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებასა და შესაბამისად მეტ კომფორტს უკავშირდება.

გარდა ამისა, იაპონელები თითქმის ყველაფერს კრეატიულად უდგებიან, რაც ცხოვრებას მათთვისაც და ამ ქვეყნის სტუმრებისთვისაც გაცილებით საინტერესოს ხდის.

ნახეთ ინტერნეტში გავრცელებული 15 ფოტო, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ იაპონია სხვა არც ერთ ქვეყანას არ ჰგავს:

1. ბრინჯის სხვადასხვა სახეობის და ფერის ერთად დათესვით იაპონელები აი ასეთ ნახატებს ქმნიან

2. აეროპორტში კი ჩემოდნებს სახელურით გარშემომყოფებისკენ ათავსებენ, რათა მათი აღება გამარტივდეს

3. ტოკიოს ერთ-ერთ სასტუმროში რობოტი დინოზავრები მოგემსახურებიან

4. ეს შადრევანი წყლის ჭავლის დახმარებით ზუსტ დროს აჩვენებს

5. იაპონიაში მწვანილის საფასურს იქვე, პატარა ქილაში ყრიან

6. ეს პატარა ჯიბე მატარებლის ბილეთისთვის არის, რათა კონტროლიორმა მისი შემოწმება მგზავრის შეწუხების გარეშე შეძლოს

7. სახანძრო კიბის ნაცვლად იაპონიაში ზოგ შენობას საკუთარი სახანძრო სასრიალო აქვს

8. სატვირთო ურიკა, რომელიც კიბეებზე უპრობლემოდ დაგორავს

9. პირველი ნიშანი გვეუბნება, რომ საჭესთან ახალბედა მძღოლი ზის, ხოლო მეორე გულისხმობს, რომ მანქანას გამოცდილი მძღოლი მართავს

10. მეტროში სავარძლის ჩიხოლი თავად მიუთითებს მგზავრებს, თუ ეს ადგილი ვისთვის არის განკუთვნილი

ფოტო: zombiepiemaster

11. იაპონელმა გამყიდველმა კლიენტს თამაშთან ერთად ჩაიც გამოუგზავნა

12. აქ საკუთარი ქოლგა არ გჭირდება, ავტობუსის მძღოლი თავად იზრუნებს, რომ არ დასველდე

13. იაპონურ ნესვს თქვენი საყვარელი პერსონაჟი შეიძლება ეხატოს

14. ეს იაპონური რობოტი ხანშიშესულ ადამიანებს გადაადგილებაში ეხმარება

15. ეს კი სასტუმროს ლიფტში განთავსებული სათადარიგო ტუალეტია