ვერძი
ნუ ჩაიკეტებით საკუთარ ნაჭუჭში, გახალისდით, ჩაერთეთ კომუნიკაციებში, შეხვდით მეგობრებს, დაალაგეთ სამომავლო გეგმები. ძირითადი სირთულეები უკვე გავლილი გაქვთ.
კურო
შესაშური დიპლომატიისა და მოთმინების წყალობით, ყველაფერს გაუმკლავდებით. ნუ იჩქარებთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
ტყუპები
ყველა რთულ საკითხს მარტივად გაართმევთ თავს. სასიკეთოა დღეა პირადი საკითხების მოსაგვარებლად. მოერიდეთ დიდი თანხის ხარჯვას.
კირჩხიბი
ცვლილებებია მოსალოდნელი როგორც პირად, ასევე საქმიან სფეროში. შესაძლოა, შეხვდეთ დიდი ხნის უნახავ ადამიანს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თქვენს ცხოვრებაში უახლოესს პერიოდში.
ლომი
განსაკუთრებით სასიკეთოა დღე პირადი ურთიერთობების დასალაგებლად, ასე რომ, იაქტიურეთ. დღეს სამყარო თქვენს მიმართ კეთილგანწყობილია.
ქალწული
მრავალფეროვანი და სიახლეებით დატვირთული დღეა. მოგიწევთ ყველაფერზე ფიქრი, დაგეგმარება, დელეგირება, საყვარელი ადამიანების გარემოცვა მოგცემთ კიდევ უფრო მეტის კეთების ძალას.
სასწორი
ნაყოფიერი დღეა კარიერული კუთხით. შესაძლოა, მნიშვნელოვანი საკვანძო საკითხები სწორედ ახლა გახსნათ. ენდეთ კოლეგებს და გქონდეთ მათი მხარდაჭერის იმედი.
მორიელი
დღეს მეტად ემოციური ხართ, ამიტომ, ყველაფერს მძაფრად აღიქვამთ. ეცადეთ, მნიშვნელოვანი საქმეები მომდევნო დღეებისთვის გადადოთ.
მშვილდოსანი
მშვენიერი განწყობა გაძლევთ ძველი საქმეების დასრულების მოტივაციას, დღე სასიკეთოა რომანტიკული შეხვედრებისთვის. ნუ გადაამეტებთ ალკოჰოლის მიღებისას.
თხის რქა
შესაძლოა, თავი შეგახსენონ ძველმა ნაცნობებმა ან სიტუაციებმა, გაამახვილეთ ყურადღება თქვენს მხარდამჭერებზე, სწორედ ისინი გაგიწევენ მეგზურობას ახალ ასპარეზზე.
მერწყული
იზრუნეთ ენერგოტონუსის ამაღლებაზე, სამუშაო დღის შემდეგ, მეგობრებთან ერთად, განიტვირთეთ და მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ გადადეთ.
თევზები
აქტიური და პოზიტიური დღეა. გამოიყენეთ ამ დღის შესაძლებლობები რთული საკითხების დასალაგებლად, მოლაპარაკებებისთვის. სასიკეთოა ნებისმიერი სახის მგზავრობა.
კომენტარები