
მექსიკის ნაციონალურმა უნივერსიტეტმა პირველ კურსზე 12 წლის ბიჭი ჩარიცხა. კარლოს სანტამარია დიაზი ბაკალავრიატში ბიოსამედიცინო ფიზიკას ისწავლის. ბიჭმა უკვე ჩააბარა მისაღები გამოცდები და უნივერსიტეტთან არსებულ გენეტიკის შემსწავლელ ცენტრში ქიმიაში პირველი დავალებაც შეასრულა.
საჯარო სკოლაში სწავლის პირველივე წლებიდან კარლოსმა დამოუკიდებლად დაიწყო ფიზიკისა და ქიმიის შესწავლა. 10 წლიდან ის ქიმიასა და ფიზიკაში საუნივერსიტეტო პროგრამებში მონაწილეობდა. ჟურნალისტების კითხვაზე, თვლის თუ არა თავს გენიოსად, ბიჭმა უპასუხა, რომ „მას ეს სიტყვა არ უყვარს“.
უნივერსიტეტში ამბობენ, რომ 12 წლის სტუდენტს ისევე მოექცევიან, როგორც სხვა სტუდენტებს და მას ასაკის გამო შეღავათს არ გაუწევენ.
კარლოსი ამბობს, რომ მისი მიზანია შექმნას ისეთი წამალი, რომელიც იშვიათ დაავადებებს განკურნავს.
კომენტარები