ვერძი
ამ დღეს ახალი საქმის დაწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ. ჯერჯერობით მზად არ ხართ სამუშაოსთვის, რომელიც შეიძლება შემოგთავაზონ. მოფიქრებისთვის დრო ითხოვეთ და რჩევა გამოცდილ ადამიანებს სთხოვეთ. ეს დღე სავსეა ოჯახური პასუხისმგებლობებით. შეეცადეთ, საქმიანი შეხვედრების განრიგს მოერგოთ.
კურო
პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმის მიმართ შემოქმედებითი მიდგომა დაგეხმარებათ, რომ სამსახურში ავტორიტეტი აიმაღლოთ, მენეჯმენტთან ურთიერთობა გააძლიეროთ და ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესოთ. თავი შეიკავეთ ხალხის თავშეყრის ადგილებში სიარულისგან, რადგან შეიძლება აგრესიულ ადამიანებს გადაეყაროთ ან ინფექციური დაავადება შეგეყაროთ. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობებს.
ტყუპები
ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ საკუთარ ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ, თუმცა ამისათვის წარსულის შეცდომებიდან სწორი დასკვნები უნდა გამოიტანოთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ – ამ დღეს ნერვიულობამ შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე გავლენა მოახდინოს. უახლოეს მომავალში შესაძლოა ძალიან საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.
კირჩხიბი
ზოგჯერ საკუთარ ცხოვრებას თავად ართულებთ. ეცადეთ, პრობლემები ისე აღიქვათ, როგორც ცხოვრებისეული გამოცდილება. შესაძლოა, ახალი მოკავშირე იპოვოთ, რომელიც პოზიტიურ მოტივაციას მოგიტანთ. ეცადეთ, თქვენს საჭიროებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. შესანიშნავი დღეა შოპინგისთვის. დროა მიიღოთ ის, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ოცნებობდით.
ლომები
შესაძლოა, პრობლემებმა საკუთარ გეგმებზე უარის თქმა გაიძულოთ. ახალი უსიამოვნებები გასული წლების შეცდომებს გაგახსენებთ. ახლა აქტიურობის დრო არ არის. ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ და დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ.
ქალწული
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თავშეკავება გამოიჩინოთ და ემოციებს არ აჰყვეთ. ახლად დაწყებული საქმისთვის უკეთესი იქნება, თუ ზოგიერთ გარემოებაზე თვალს დახუჭავთ. დროა, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. ისწავლეთ წარსული გამოცდილებიდან – ეცადეთ, ძველი შეცდომები გამოასწოროთ და აღარასოდეს გაიმეოროთ.
სასწორი
თუ არ იზარმაცებთ, შეიძლება ოჯახური ბიუჯეტი წარმატებული ინვესტიციებით და მოგებიანი გარიგებებით შეავსოთ. მარტოხელა სასწორებს რომანტიკული შეხვედრა და თავბრუდამხვევი რომანი ელით. სასიყვარულო და ოჯახურ ურთიერთობებში ყველაფერი მშვენივრადაა. სასურველი შედეგის მისაღებად ოჯახის წევრებზე ზეწოლას უნდა მოერიდოთ.
მორიელი
ამ დღეს უმჯობესი იქნება, თუ ნაკლებად იაქტიურებთ და დაისვენებთ. გირჩევთ, საკუთარ თავთან განმარტოვდეთ, ბუნებაში გაისეირნოთ და ძალები აღიდგინოთ. ხვალ წარმატებული დღე გელით, დღეს კი სიმშვიდე და სიმყუდროვე გჭირდებათ. სასურველია, საღამოს უფროსი ნათესავები ან დიდი ხნის უნახავი მეგობარი მოინახულოთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.
მშვილდოსანი
როგორც იქნა, მიიღებთ იმას, რაზეც ყოველთვის ოცნებობდით. ბოლო დროს ბევრს მუშაობთ და ახლა შეგიძლიათ თქვენი შრომის ნაყოფით დატკბეთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი მონდომება გავლენიანმა ადამიანმა შენიშნოს და უფრო ხელსაყრელ პოზიციაზე გადაგიყვანოთ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე დღით გადადოთ. ხელსაყრელი დღეა ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობისთვის.
თხის რქა
ამ დღეს ფინანსური ოპერაციები წარმატებით განხორციელდება. შეგიძლიათ ეს შანსი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის გამოიყენოთ. ამ დღეს მიღებული ინფორმაცია სასიკეთო გავლენას მოახდენს თქვენს სამომავლო კარიერაზე. ფინანსური მდგომარეობა შეიძლება ფულადი პრემიის ან უიმედო ვალის დაბრუნების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს.
მერწყული
დღევანდელი დღე არასტაბილურობის სიმბოლოა. სავარაუდოდ, შაბათ-კვირას დასვენება ვერ მოახერხეთ, რაც თქვენს განწყობაზეც აისახა. ნეგატიური ფონის მიუხედავად, ეს დღე წარმატების შანსს გთავაზობთ. ახალი წამოწყება და საქმიანი შეხვედრა სასურველი შედეგით დასრულდება. განსაკუთრებით, მეწარმეებს და ბიზნესმენებს გაუმართლებთ.
თევზები
თევზებო, ამ დღეს სასიამოვნო ამბებს ან სასიამოვნო შეხვედრას უნდა ელოდოთ. მოერიდეთ განმარტოებას ან პირიქით, ქაოსურ ურთიერთობებს. ნუ წახვალთ მოგზაურობაში, რადგან ის დიდი ალბათობით, წარუმატებელი იქნება. უმჯობესია, რომ დღე ინდივიდუალურ შემოქმედებას, საოჯახო საქმეებს და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას დაუთმოთ.
კომენტარები