მიიღეთ მხედველობაში, სანამ გაქვთ შეცვლის შანსი…
პოპულარული პოზა „ფეხი ფეხზე“
თუკი ცხოვრების მჯდომარე წესი გაქვთ, მოერიდეთ ფეხი-ფეხზე გადადებული ჯდომას. ამ ჩვევამ, შესაძლოა, ვარიკოზი გამოიწვიოს. თუ გსურთ სისხლის მიმოქცევა თქვენს ორგანიზმში სწორად მიმდინარეობდეს, აკონტროლეთ ჯდომის წესი და შეიძინებთ შესაბამისი სავარძელი კომპიუტერისთვის. ყველა შესაძლო სიტუაციაში, შეეცადეთ, ფეხები მაღლა აწიოთ.
ხშირად ისრესთ თვალებს?
კომპიუტერთან ჯდომა და დაღლილობა სწორედ იმის მიზეზია, რომ ხშირად ისრესთ თვალებს. ამ ჩვევის გამო კი წამწამები ზიანდება და თვალები ახალგაზრდულად ვეღარ გამოიყურება. სპეციალისტები გვირჩევენ, შეასრულოთ თვალის სავარჯიშო დღეში ერთხელ მაინც.
კოსმეტიკის გადაჭარბებით მოხმარება
გახსოვდეთ, რომ გადაჭარბებული მაკიაჟით სახის ფორები იჭედება, რაც კანის გაღიზიანებას და ნაადრევ დაბერებას იწვევს. სხვათა შორის, ახლა ტრენდულია სახის მაქსიმალურად ბუნებრივი ფერი.
ყოველდღე სირბილი საზიანოა!
სპეციალისტების უმეტესობა 100-ით თანხმდება, რომ მოძრაობა ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, თუმცა გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობა სახის კანის დაბერებას აჩქარებს. ყველაფერი კარგია, ოღონდ ზომიერად. მთავარია, საკუთარ ორგანიზმს მოუსმინოთ.
ახლად დაწურული წვენის დიდი რაოდენობით მიღება
დიდი რაოდენობით ფრუქტოზა ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს. წვენების ნაცვლად, დიეტოლოგები გირჩევენ, მიირთვათ სმუზები და მწვანე ბოსტნეული, რომელიც ნამდვილად აახალგაზრდავებს ორგანიზმს.
სველი თმების დავარცხნა ან თმის ძალიან ცხელი ჰაერით გაშრობა
თმები – ორგანიზმის ჯანმრთელობასა და ახალგაზრდობაზე მიანიშნებს. თუკი სველ თმას დაივარცხნით, ხოლო შემდეგ ცხელი ჰაერით გაიშრობთ – სილამაზე დაივიწყეთ. ამგვარად თმები გამოიფიტება. გაიშრეთ თმები საშუალო ტემპერატურის რეჟიმზე.
ბევრი რძის მიღება
მართალია, რძე მდიდარია კალცითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით, მაგრამ თუ გსურთ, ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ, აუცილებლად საჭიროა რაოდენობის კონტროლი. რძე შეიცავს ანდროგენებს, რაც ცხიმოვანი ჯირკვლების გაძლიერებულად მუშაობას განაპირობებს. შედეგად კი სახის კანი მალე ბერდება.
რუჯის მიღება მზის დამცავის გარეშე
ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა სახის კანისთვის აუცილებელია, თან მთელი წლის განმავლობაში და არამხოლოდ ზაფხულობით. მზისგან დამცავი საცხი უნდა წაისვათ სახეზეც და ხელებზეც. სწორედ ხელები გათქვამენ ხშირად ქალის ასაკს. მზის სხივების ხშირი ზემოქმედება კი ხელებზე ლაქებსა და ნაოჭებს აჩენს. ზაფხულში არ დაგავიწყდეთ კისრისა და დეკოლტეს ზონებიც.
წყენის ხანგრძლივად გულში შენახვა
დამტკიცებულია, რომ პატიების უნარსა და ფიზიკურ ჯანმრთელობას შორის მჭიდრო კავშირია. წყენა წონის, წნევისა და შაქრის დონის მომატებას უწყობს ხელს. ნუ დატვირთავთ ორგანიზმს ამ მძიმე ემოციით.
სახეზე ხშირი შეხება
ადამიანები, აბსოლუტურად გაუცნობიერებლად, ძალიან ხშირად ეხებიან საკუთარი სახის კანს, ამით სახეზე მიკრობები გადააქვთ. ეს კი ნაოჭებსა და ინფექციებს იწვევს. ამ ჩვევისგან გათავისუფლებაში მხოლოდ საკუთარი თავის კონტროლი დაგეხმარებათ.
თმის ხშირი შეკვრა, „კუდის“ ტარება
თუკი საშუალო ან გრძელი თმა გაქვთ, რა თქმა უნდა, ხშირად ატარებთ „კუდს“. სპეციალისტები გირჩევენ, ვარცხნილობა შეიცვალოთ, რადგან თმის შეკვრა თმის ცვენასა და გამელოტებას იწვევს.
კომენტარები