თუ ჯერ არ გყვარებიათ, ჩათვალეთ, რომ ნამდვილი პრობლემების შესახებ არც არაფერი იცით.
მართალია, ჩვენ ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის, მაგრამ რეალურად ასე სულაც არაა. შედეგად კი, თითოეულ ჩვენგანს ჰყავს ერთი ან რამდენიმე ყოფილი შეყვარებული მაინც.
გაინტერესებთ როგორი შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი საყვარელი ადამიანი? განაგრძეთ კითხვა და ნახეთ 10 ტიპის ყოფილი შეყვარებული, რომელიც ყველას შეიძლება გყავდეთ.
1. რომ ვერ ხვდები, ამასთან რა გინდოდა
ყოფილი შეყვარებული, რომელიც დღეს რომ გენახა, ინსტაგრამზეც კი არ გამოიწერდი.
2. შენზე მეტად რომ უყვარდი
და დღემდე რომ ამაყობ ამ ფაქტით.
3. რომელიც დედაშენს მოსწონდა
და ხშირად გესმოდათ ფრაზა, რომ ძალიან ძალიან კარგი გოგოა/ბიჭია და მინიშნებები იმაზე, რომ დროა, ამ ვარიანტზე ჩამოყალიბდეთ.
4. შენზე ლამაზი
რა გეგონა?! ასეთ შეყვარებულს უნდა მოუფრთხილდე, გენაცვალე.
5. ყველაფრით უკმაყოფილო რომ იყო
მისი გულის მოგება უბრალოდ შეუძლებელი იყო, რადგან ყოველთვის არსებობდა სხვა ადამიანი, რომელიც შეყვარებულს უკეთესად ექცეოდა ან უკეთეს საჩუქრებს ჩუქნიდა.
6. შენთან დაშორების მერე რომ აიწყო ცხოვრება, გალამაზდა, გამდიდრდა, ყველა ქვეყანა მოიარა და ნობელის პრემია მიიღო
და დღემდე ფოტოებს ულაიქებ, რომ ისევ შეგამჩნიოს, მაგრამ 235958578 ლაიქში უბრალოდ იკარგები.
7. არაპროგნოზირებადი (ცოტა შეშლილი)
100 მეტრზე მოახლოება რომ უნდა ეკრძალებოდეს.
8. ეჭვიანი (დღემდე ეჭვიანობს)
შენს ახალ შეყვარებულს რომ საშინელებებს სწერს და სადარბაზოში წარწერას გახვედრებს:
“[სახელი], შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი”
9. რომელმაც გიღალატა
ყველაზე საზიზღარი და აუტანელი ადამიანი დედამიწის და მარსის ზურგზე, რომელსაც დიდი სიამოვნებით გააქრობდი ან გადაასახლებდი კავკასიის რეგიონიდან (მინიმუმ)
10. იდეალური, ანუ ნებისმიერ დროს რომ შეიძლება შერიგდეთ
რას ძეგლდები?! გადადგი პირველი ნაბიჯი და ახლავე დაურეკე!
პ.ს. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ, სავარაუდოდ, თქვენც ვიღაცისთვის ყოფილი შეყვარებული ხართ და რომელიმე კატეგორია თქვენც შეიძლება მოგერგოთ
წყარო:On.ge
კომენტარები