1. როდესაც შენ უკვე გადაიტანე განშორებით გამოწვეული სტრესი და ამ დროს ის, ცდილობს დაბრუნებას.
არ მისცეთ მამაკაცს უფლება მაშინ დაგიბრუნდეთ, როცა ეს მოესურვება. თქვენ სათამაშო არ ხართ!
2. როდესაც ვერ გაგიგიათ, რა სურს მას.
არ უნდა გიწევდეთ ჯდომა და იმაზე ფიქრი, ნეტა, რას გულისხმობდა კონკრეტულ მესიჯში. იპოვეთ ისეთი მამაკაცი, რომელიც ამბობს იმას, რასაც ფიქრობს და აკეთებს იმას, რასაც ამბობს.
3. როდესაც ის რამდენიმე კვირიანი გაუჩინარების შემდეგ გწერთ ან გირეკვათ და ესეც იმიტომ, რომ იმ დროს ნასვამია.
ის უნდა ფიქრობდეს თქვენზე, როცა ფხიზელია და შეუძლია რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება.
4. თუ მან თავად დააიგნორა თქვენი უკანასკნელი10 შეტყობინება.
ის ნაგლია, თუ ფიქრობს, რომ უპასუხებთ მაშინვე, როგორც კი გამოჩნდება და ეს მაშინ, როცა თავად უპასუხოდ ტოვებდა თქვენს მესიჯებს. არ მაინიჭო მას ეს ბედნიერება და ნუ გახდები ,,გოგონა გამოძახებით.“
5. როდესაც შენ მეგობრებთან ერთად სეირნობ.
მოითმინოს რამდენიმე წუთი. ნუ გამოიჩენთ უტაქტობას და უპატივცემულობას მეგობრების მიმართ და ნუ დაიწყებ ტელეფონში კირკიტს, ნაცვლად იმისა, რომ მათი ისტორიები მოისმინოთ.
6. თუ უკვე გვიანია და ის მხოლოდ იმიტომ გწერთ, რომ სექსისთვის შეხვედრა უნდა, თქვენ კი, სერიოზული ურთიერთობა გსურთ.
ნუ შეიქმნით ილუზიებს. ასეთი კავშირიდან არაფერი გამოვა. როგორც არ უნდა გინდოდეთ მისი კოცნა, ეს კოცნა მხოლოდ სექსამდე მივა და ამაზე მეტი არაფერი იქნება.
7. თუ ის გთხოვთ, შიშველი ფოტოს გაგზავნას.
ნათელია, რომ მას მხოლოდ თქვენი სხეული აინტერესებს. მას კი თქვენთან საუბარიც უნდა უნდოდეს.
8. თუ ის სხვა ქალს ხვდება.
თქვენ ის მოგწონთ და იცით, რომ მასაც ესიმპატიურებით – ამის მიუხედავად, დააიგნორეთ მისი შეტყობინებები. არ მისცეთ უფლება, იყოთ სათადარიგო ვარიანტი და მაინც და მაინც თქვენთან უღალატოს შეყვარებულს.
9. როდესაც ნასვამი ხართ.
ხომ არ გინდათ, ისეთი რამის თქმა, რასაც შემდეგ ინანებთ.
10. როდესაც წინასწარ ხვდებით, რომ მიმოწერის შემდეგ კი არ გაგიუმჯობესდებათ განწყობა, არამედ უარესად იქნებით.
თუ ის თქვენთვის ცუდის მომტანია და არა კარგის, არ დაკარგოთ მასთან დრო. დრო იმ ადამიანებზე დახარჯეთ, ვინც გაგაბედნიერებთ და ვისთვისაც ძვირფასი ხართ.
კომენტარები