ზოგჯერ ჩვენთვის ჩვენივე ანატომია ამოუცნობი სივრცეა, მით უმეტეს, თუ საქმე მამაკაცის წელსქვემოთა ორგანოებს ეხება და შეიძლება წარმოდგენა არ გქონდეთ იმაზე, რაცსაც ახლა წაიკითხავთ.
1. სქესობრივი აქტის დროს სათესლე ჯირკვლების ზომა ორჯერ იზრდება, შემდეგ კი ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდება.
2. რომაელები ფიცის წარმოთქმის დროს ხელს სასქესო ორგანოზე იდებდნენ. დიახ, არც გულზე და არც კონსტიტუციაზე, არამედ სასქესო ორგანოზე. როგორც ჩანს, რომაელებს მნიშვნელოვან საკითხებზე საკუთარი წარმოდგენა ჰქონდათ. ორი მამაკაცი, ერთგულების ფიცის დადების დროს, ერთმანეთის სასქესო ორგანოს ეხებოდა და ამით ყველაზე ძვირფასს ანდობდა.
3. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მძიმე სათესლე ჯირკვლების მფლობელი ამერიკელი უესლი უორენ ჯ. იყო. მისი სათესლე ჯირკვლების წონა 60 კგ შეადგენდა. ექიმებმა საკმაოდ რთული სათესლე ჯირკვლების ოპერაციის შედეგად ზედმეტი ქსოვილისგან განთავისუფლება და ნორმალურ ზომამდე შემცირება შეძლეს.
4. სათესლე ჯირკვლებზე ძლიერმა დაწოლამ მამაკაცი შეიძლება მოკლას. სათესლე ჯირკვლებზე დაწოლისას სხეული ჭარბი რაოდენობით ადრენალინის გამომუშავებას იწყებს და ეს შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს.
5. სტატისტიკის თანახმად, რაც უფრო დიდია მამაკაცის სათესლე ჯირკვალი, მით უფრო უარესია მისი მამობრივი თვისებები. ფილიპინელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ სათესლე ჯირკვლის ზომას, ტესტოსტერონის დონესა და მამობრივ თვისებებს შორის კავშირი არსებობს.
დიდი სათესლე ჯირკვლების მქონე მამაკაცებს სხეულში ტესტოსტერონის კონცენტრაცია, სხვებთან შედარებით, უფრო მაღალი აქვთ და შვილების აღზრდაში ნაკლებად მონაწილეობენ.
სათესლე ჯირკვლების საშუალო ზომა ტესტოსტერონის დაბალ დონეზე მეტყველებს, რაც, მეცნიერების აზრით, იმის ნიშანია, რომ მათი პატრონი კარგი მამა იქნება.
6. სათესლე ჯირკვლები ყოველდღიურად 200,000,000 სპერმის უჯრედს აწარმოებენ.
7. ყველაზე დიდი და მძიმე სათესლე ჯირკვლები ვეშაპებს აქვთ. მათი წონა 1,1 ტონას აღწევს და დღეში დაახლოებით 4,5 ლიტრ სპერმას აწარმოებენ.
8. ალბათ უკვე იცით, რომ სათესლე ჯირკვლები ერთნაირი ზომის არ არის. მამაკაცების 65%-ს მარჯვენა სათესლე ჯირკვალი მარცხენაზე დიდი აქვს.
9. სათესლე ჯირკვალში იმაზე მეტი და მრავალეროვანი ცილაა, ვიდრე სხვა ორგანოში. კვლევის თანახმად, ცილების 77% სწორედ სათესლე ჯირკვლებში ინახება. მათგან 999 უნიკალურია. შედარებისთვის, ტვინში მხოლოდ 318 უნიკალური ცილაა.
10. სათესლე ჯირკვლის კიბო მამაკაცებში ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა, მაგრამ დროულად აღმოჩენის შემთხვევაში ის ადვილად იკურნება. ექიმები მამაკაცებს ურჩევენ, რომ შეშუპების ან დისკომფორტის შემთხვევაში, სათესლე ჯირკვლები ექიმს აჩვენონ.
კომენტარები