როგორც იქნა ნანატრი შვებულება მოახლოვდა, მაგრამ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ სად წახვიდეთ დასასვენებლად?! მაშინ განაგრძეთ კითხვა და ნახეთ Thriliat-ის მიერ გამოქვეყნებული სიაა, სადაც ქვეყნების მიხედვით, სამხრეთ აზიის, თხუთმეტი ყველაზე ლამაზი ადგილია დასახელებული.
აი ისინიც:
1. ბრუნეი
ბრუნეი სამხრეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანაა, ტურისტები აქ ძირითადად სულთან ომარ ალის მეჩეთის სანახავად ჩადიან.
2. ლაოსი
ლაოსი დამსვენებლებს თავისი შთამბეჭდავი ჩანჩქერებითა და კამკამა, გამჭვირვალე ტბებით იზიდავს.
3. მალაიზია
ბორნეო მალაიზიის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული კუნძულია, სადაც ჯუჯა სპილოების, გიგანტური ორანგუტანგებისა და დათვების ნახვა შეგიძლიათ.
4. ფილიპინები
თუ ტალახში სიარულისთვის და დაუვიწყარი თავგადასავალისთვის მზად ხართ, მაშინ ფილიპინებში გაემგზავრეთ. აქ ჰორიზონტზე გადაშლილ დაუსრულებელ ბრინჯის ტერასებს იხილავთ.
5. აღმოსავლეთ ტიმორი
აღმოსავლეთ ტიმორში სულ რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ უნიკალური ბუნებითა და წყლებით, ის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ტურისტული ადგილია.
6. კამბოჯა
კამბოჯის განუმეორებელი ფლორა და ფაუნა აქ არსებული ძალიან დაბალი და ხელმისაწვდომი ფასების ფონზე მოგზაურებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება.
7. მიანმარი
მიანმარის უძველეს ქალაქ ბაღგანში ყოველ საღამოს შთამბეჭდავი ფოიერვერკი და ჩამავალი მზის ფონზე მოლივლივე მფრინავი ბურთები შეგიძლიათ იხილოთ.
8. ვიეტნამი
თავგადასავლების მოყვარულები ვიეტნამში აუცილებლად უნდა გაემგზავროთ, რადგან აქ უამრავი კუნძულია სადაც უძველეს სოფლებს შორის ნავებით გადაადგილებას და საუკეთესო დროის გატარებას შეძლებთ.
9. ტაილანდი
ტაილანდი თავისი განუმეორებელი კერძებით აუცილებლად გაამართლებს თქვენს იმედებს. აქ თქვენთვის უჩვეულო, მაგრამ უგემრიელესი დელიკატესები დაგხვდებათ.
კომენტარები