ანდაზები მოკლე, სხარტ ფორმაში ჩატეული სიბრძნეებია, რომელთაგანაც ზოგი უკვე მოძველებულია, ზოგიც კი – ისეთი აქტუალური, როგორიც არასდროს.
ჩვენ მოვძებნეთ 10 ქართული ანდაზა, რომელიც დისნეის პრინცესების ცხოვრებაზეა ზედგამოჭრილი.
1. კონკია – გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებ
თანაც ისეთ გაქცევას, რომ ბროლის ქოში კიბეზე გრჩებოდეს.
2. ფიფქია – სიფრთხილეს თავი არ სტკივა
ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა მოჰყვება უცნობების მოწოდებული ხილ-ბოსტნეულის ჭამას.
3. ავრორა – რაც გიწერია, არ აგცდება
ასე რომ, თუ თითისტარით სიკვდილის შესახებ დაგადეს წყევლა, ქსოვა და დართვა შენი ჰობი არ უნდა გახდეს.
4. რაპუნცელი – ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი
ეს ანდაზა აშკარად თმის შეჭრაზე და მერე სინანულზეა.
5. ელზა – საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს
და საკუთარი ყინულის სასახლის აშენება.
6. მერიდა – დედის წინ მარბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს, ან მგლის შვილიო
ან დათვად გადაქცეული დედა.
7. ბელი – ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფიაო
ასე რომ, თუ პრინცზე გინდა დაქორწინება, ცოტა ხანი ურჩხული უნდა აიტანო.
8. პოკაჰონტასი – შეგნებულთან ომი სჯობია შეუგნებელთან პურის ჭამასო
და სულ თუ არ ვიომებთ – მით უკეთესი.
9. ჟასმინი – ცხვარი ცხვარია, და, თუ გაცხარდა, ცხარეაო
ჟასმინზე ცხარე პრინცესა დისნეის სამყაროში უბრალოდ არ არსებობს.
10. არიელი – წვიმის შეკავება უფრო ადვილია, ვიდრე გასათხოვარი ქალისაო
ხმაზეც კი იტყვი უარს, თუ ის კონკრეტული ბიჭი მოგეწონა, რომელიც ხმელეთზე ცხოვრობს და არა წყალქვეშ.
რამე ხომ არ გამოგვრჩა?!
წყარო:On.ge
კომენტარები