1. თავის მართლება: ,,მზად არ ვარ, ვინმესთან სერიოზული ურთიერთობისთვის“
რეალურად გულისხმობს: ,,არ მინდა შენთან ურთიერთობა, არასდროს.“
2. თავის მართლება: ,,უბრალოდ, დღეს დასვენება მინდა; ძალიან გადაღლილი ვარ.“
რეალურად გულისხმობს: ,,მივდივარ წვეულებაზე, სადაც იმედი მაქვს, ბევრი ლამაზი გოგონა იქნება და შენ ამის შესახებ ვერ გაიგებ.“
3. თავის მართლება: ძალიან დაკავებული ვარ სამსახურში, ასე რომ ამ კვირაში ვერ შევხვდებით.“
რეალურად გულისხმობს: ,,სათადარიგო ვარიანტად შემოგინახავ, სანამ არ ვნახავ ვინმე უკეთესს. შენ მანამდე მოიცადე.“
4. თავის მართლება: ,,არც კი მახსოვს, თუ მოვიწონე ფეისბუქზე იმ გოგოს ფოტო. ალბათ, დამეკლიკა. ის ხომ, ლამაზიც არაა.“
რეალურად გულისხმობს: ,,რა თქმა უნდა, მახსოვს, რომ მოვიწონე ფოტო. მაგარი სექსუალური გოგოა.“
5. თავის მართლება: ,,არ შემიძლია პრეზერვატივით რა… რათ გვინდა?“
რეალურად გულისხმობს: ,,ეგოისტი ვარ და არ მინდა პრეზერვატივის გამოყენება, რადგან ასე სექსი ნაკლებად სასიამოვნოა. ნაკლებად ვღელავ შენს ჯანრთელობასა და თავდაცვაზე, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, ექიმთან არ ვყოფილვარ. თანაც ერთადერთი არ ხარ, ვისთანაც ვწევარ.“
6. თავის მართლება: ,,შენთან ურთიერთობა სიანტერესოა, მაგრამ ვერ ვგრძნობ ჩვენს შორის ქიმიას. მაპატიე.“
რეალურად გულისხმობს: ,,მივხვდი, რომ შენ სერიოზული ურთიერთობა გინდა, ამიტომ, დროა, დავიშალოთ. დროა, გადავიდე სხვა გოგოზე, რადგან მე მხოლოდ სექსი მაინტერესებს.“
7. თავის მართლება: ,,აღარ მაქვს გრძნობა და ვნება შენ მიმართ. ძალიან მომწონხარ, მაგრამ ჯობია, შევწყვიტოთ ურთიერთობა.“
რეალურად გულისხმობს: ,,შენზე უკეთესს შევხვდი.“
8. თავის მართლება: ,,მოდი, მოვიწყოთ რომანტიული საღამო ჩემთან სახლში, კაფეში ამდენი ხალხის გარემოცვაში კარგად ვერ გავეცნობით ერთმანეთს.“
რეალურად გულისხმობს: ,,უბრალოდ მინდა, შენი კაბის ქვეშ შემოძვრომა და ამას ხალხის თანდასწრებით ვერ მოვახერხებ. თანაც, არ მინდა, დაგვინახოს ვინმემ და იფიქროს, რომ ერთამენთს ვხდებით.“
9. თავის მართლება: ,,შენ გგონია გიყენებ? ეს შეურაცხმყოფელია. მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის და პატივს გცემ.“
რეალურად გულისხმობს: ,,დიახ, მე გიყენებ. არ მინდა შენი დაკარგვა, რადგან ყველაფერზე თანახმა ხარ ლოგინში და თანაც ყოველთვის მორბიხარ, როცა მოგწერ ხოლმე.“
10. თავის მართლება: ,,მე მექალთანე არ ვარ. უბრალოდ, მხიარულად გამყავს დრო და სიცოცხლით ვტკბები.“
რეალურად გულისხმობს: ,,დიახ, მე მექალთანე ვარ და ვამაყობ იმ ქალების რაოდენობით, რომლებთანაც სექსი მქონდა. არ ვაპირებ შევიცვალო, უახლოესი პერიოდი მაინც.”
კომენტარები