სიგარეტის მოწევა რომ ჯანმრთელობას აზიანებს, ამაზე მთელი მსოფლიო თანხმდება, თუმცა თუ გვერდით გადავდებთ გაშავებული ფილტვების შემაშფოთებელ სურათებს, ამ ცუდ ჩვევას კიდევ ბევრი შემაწუხებელი გვერდითი ეფექტი აქვს.
შეიძლება, ჯანმრთელობაზე არაფერი გქონდეთ საწუწუნო, მაგრამ ქვემოთ ჩამოთვლილ უსიამოვნებებს მაინც ვერსად გაექცევით.
1. ტანსაცმელს თამბაქოს სუნი ასდის
არამწეველი ადამიანები კი ამ სუნს განსაკუთრებულად ვერ ეგუებიან.
2. კბილები ფერს იცვლის
შესაბამისად, ჩვენი ღიმილიც ნაკლებად მომხიბლავი ხდება.
3. ყვითლდება ფრჩხილებიც
და ამასთან ბრძოლა მხოლოდ ლაქით შეიძლება.
4. სათანადოდ ვერ მუშაობთ
გაიხსენეთ, როგორი შემაწუხებელია, როდესაც სამსახურში ხართ, მნიშვნელოვან საქმეებს აგვარებთ და პარალელურად ყოველ 30 წუთში გარეთ გასვლა და მოწევა გიწევთ.
გარდა ამისა, დაგვერწმუნეთ, რომ არამწეველი უფროსები ყველა წუთს გითვლიან, რომელსაც მოწევაში ხარჯავთ.
5. სულ სანთებელას ეძებთ
ამ ტკივილს მხოლოდ მწეველები გაიგებენ.
6. განწყობა დამოკიდებულია იმაზე, გაქვთ თუ არა სიგარეტი
გულზე ხელი დაიდეთ და აღიარეთ, რომ შუაღამისას არაერთხელ ამდგარხართ ლოგინიდან და სიგარეტის მოსატანად მაღაზიაში წასულხართ. გარშემომყოფების თვალში ეს ძალიან უცნაური საქციელია.
7. სიგარეტი სულ უფრო მეტად ძვირდება
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სიგარეტი სულ უფრო მეტად ძვირდება, რაც ჩვენს ყოველთვიურ ბიუჯეტს საგრძნობლად აზარალებს.
8. ბავშვებს საშინელ მაგალითს აძლევთ
ბავშვებს ვარიგებთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია, მეორე წუთს კი მათ თვალწინ ვეწევით.
9. პარტნიორის პოვნის შანსს იმცირებთ
თუ არ იცით, გეტყვით, რომ გარშემო უამრავი გოგო და ბიჭია, ვისაც მწეველების კოცნა არ მოსწონს.
10. აფუჭებთ საკუთარ და სხვების ავეჯს / ტანსაცმელს
ალბათ ყველა მწეველის სახლში მოიძებნება ერთი ძვირადღირებული სავარძელი მაინც, რომელიც სიგარეტით არის ამომწვარი. სხვათაშორის, ასე შეიძლება სახლიც კი გადაწვათ.
წყარო:On.ge
კომენტარები