ერთ-ერთი პირველი კატა, რომელიც ცნობილი სოციალური ქსელებით გახდა, მოკვდა. მას ლილ ბაბი ერქვა და ოსტეომიელიტის დაავადება ჰქონდა. მისი სიკვდილის შესახებ სოციალურ ქსელში კატის პატრონმა, მაიკ ბრიდავსკიმ დაწერა.
პოსტში ბრიდავსკიმ მადლობა გადაუხადა საყვარელ ცხოველს და სთხოვა, რომ ხშირად ესტუმროს სიზმრებში თაყვანისმცემლებს.
ლილ ბაბი გენეტიკური მუტაციით დაიბადა – მას არ ჰქონდა კბილები, რომლის გამოც ენა პირიდან მუდმივად უვარდებოდა. მისმა არასტანდარტულმა გარეგნობამ კი სოციალური ქსელის მომხმარებლების ყურადღება მიიქცია. 2019 წლის დეკემბრისთვის მას Instagram-ზე თითქმის 2.5 მილიონი მიმდევარი ჰყავდა.
კომენტარები