ინდონეზიაში, კუნძულ სულავესის გამოქვაბულში ხელოვნების უძველესი ნიმუშები იპოვეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია გამოქვაბულის კედელზე აღმოჩენილ ნახატზე, რომელზეც ბიზონზე ნადირობის სცენაა გამოსახული. ცხოველის მოკვლას შუბებით შეიარაღებული ადამიანები ცდილობენ, რომლებსაც ცხოველების ნაკვთები აქვთ. რადიოაქტიური ანალიზით დადგინდა, რომ გამოსახულება 44 ათასი წლის წინ შექმნეს.
მეცნიერების თქმით, ეს მსოფლიოში უძველესი ნახატია, რომელიც სიუჟეტს გადმოსცემს. შესაძლოა, ეს მსოფლიოში ცხოველების უძველესი გამოსახულებაც იყოს. აქამდე ცხოველის ყველაზე ადრეულ გამოსახულებად ბორნეოში აღმოჩენილი ნახატი ითვლებოდა, რომელიც 40 ათასი წლით თარიღდება.
კომენტარები